კოდუ ჯგუფი

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. 98

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო–სამეურნეო სავარგულების 80%–ი თხილის კულტურას უჭირავს. იმავდროულად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 100%–ს ყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. შესაბამისად საძოვრების პრაქტიკულად არ არსებობის მიზეზით წლის უმეტეს დროს (შემოდგომა, ზამთრი, ადრე გაზაფხული) ძალიან რთულია საქონლის გამოკვება. არადა რეგიონის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობისთვის ოჯახში ნაწარმოები რძის პროდუქტები კვების ძირითადი წყაროა.
კვება ცხოველთა ზრდა-განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, უდიდეს გავლენას ახდენს მის ჯამრთელობასა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გამომჟღავნებაზე. პრაქტიკით დადგენილი და დასაბუთებულია, რომ მაღალპროდუქტიული ჯიშები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ სარულფასოვანი და მიზანმიმართული კვების საფუძველზე. ცხოველთა კვების სწორი ორგანიზაცია გულისხმობს პირუტყვის სრულად დაკმაყოფილებას ორგანიზმისათვის საჭირო ყველა აუცილებელი საზრდო და მინერალური ნივთიერებებით, ვიტამინებით, ანუ დაბალანსებული საკვები ულუფით (რაციონით) ცხოველების უზრუნველყოფას და წარმოადგენს უმთავრეს და განმსაზღვრელ ფაქტორს ცხოველთა პროდუქტიულობისა, ამასთან საკვების შერჩევაზე დიდად არის დამოკიდებული პროდუქციის ხარისხიც. 
მწვანე მასას, სილოსს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცხოველთა კვების რაციონში, ამიტომ მისი დამზადება მოითხოვს გარკვეულ შრომატევად საქმეს საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც განვითარებულია გლეხური ან ფერმერული მეურნეობები მეცხოველეობის დარგში.
სიმიდისაგან სილოსი მზადდება, როცა ის რძისებრ–ცვილისებრი სიმწიფის პერიოდშია. სასილოსედ მცენარეს მაშინ ვიღებთ, როცა იგი ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რომელიც უჰაერო სივრცეში რძისმჟავა ბაქტერიების წარმოქმნას უწყობს ხელს. 


დღეისათვის ჩვენი რეგიონის ბაზარზე მოთხოვნადი ძირითადი საქონლის საკვები პროდუქტიებია : თივა და ქატო.
1 ტუკი თივა ( 20კგ) დღეის მდგომარეობით ბაზარზე 8–10 ლარამდე მერყეობს, ხოლო ქატო (20კგ) 11–13 ლარამდე. ჩამოთვლილ პროდუქტთაგან არც ერთი არ ზრდის პირუტყვის წველადობას. მსგავსი საკვები მხოლოდ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ზამთარში პირუტყვი უჭმელობით არ დასუსტდეს. 
მაგალითისთვის: თუ ჩვენ პირუტყვის საკვებად ვიყენებთ ქატოს, აუცილებელია მისი გამდიდრება სოიოს ან სიმინდის "ღერღილი"ს დანამატებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო ქატო არ გაზრდის წველადობას, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მივცეთ ის პირუტყვს. იგივე ითქმის თივაზეც.
სოფლად მცხოვრები ოჯახების უმეტესობას აქვს ჩალა.რადგან სამეგრელოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის თითქმის 70 % მოყავს სიმინდი, რომელიც მათი ძირითადი საკვები პროდუქტია. ჩალის კვებითი ღირებულება ძალიან დაბალია . ( თითქმის უშედეგოა) ეს არის ნარჩენი პროდუქტი რომელიც სიმიდის აღების შემდეგ რჩება და პირუტყვის გამოსაკვებად ხშირად იმიტომ იყენებენ , რომ მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვს.

სილოსით საქონლის გამოკვება დადებითად აისახება არა მხოლოდ რძის წარმოების მკვეთრად მატებაზე, არამედ მოზარდი და სასუქი პირუტყვის წონაში მატებაზე. ასევე უმჯობესდება რძისა და ხორცის ხარისხიც. სილოსის კვებითი ღირებულება ორჯერ მეტია სხვა მსგავსი პროდუქტების კვებით ღირებულებაზე. 

ჩვენს მიერ წარმოებული ვაკუუმშეფუთული მწვანე მასა, სიმინდის მთლიანი მცენარე მარცვლების ჩათვლით დაჭრილი 2-6სმ დიდხანს ინახება (12 თვე) ნატურალური სახითა და გემური თვისებებით. არის 25 კგ შეფუთვაში,ამიტომ მარტივი და მოსახერხებელია მისი ტრანსპორტირება.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/12/2017
S
Saba Chikviladze
S