კოდა

დისტრიბუცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, მეფრინველეობის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კოდა” ქართველი მომხმარებლის არჩევანი.

შ.პ.ს. “პოულტრი ჯორჯია” (კოდა) დაარსდა 2002 წელს სს “ თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის” და სს “კოდას” ბაზაზე.თავდაპირველად პროდუქციის წარმოება( სუფრის კვერცხი და ქათმის ხორცი)ხდებოდა რუსული წარმოების მოძველებული დანადგარ- მოწყობილობებით,რომელთა ტექლოგიური სიძველე ნისვნელოვნად ზრდიდა დანახარჯებს და ამცირებდა “კოდას” პროდუქციის კონკურენტუნარიანობასშესაბამის იმპორტულ პროდუქციასთან შედარებით. ამიტომ კომპანიის დამფუძვნებლების მიერ მიღებული იქნა გადაწვეტილება მომხდარიყო წაროების ეტაპობრივი გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეინვესტიციის ხარჯზე.”კოდას” ქარხანაში დაინერგა ფრინველი გამოზრდის თანამედროვე კლიმატ-კონტროლიის კომპიუტერული სისტემები და გადამუშავების სრულიად ახალი ტექნოლოგიები.კომპანიამ შეიძინა ქათმის ჰოლანდიური სასაკლაოს სრული აღჭურვილობა,რომელსაც ამიერკავკასიასი ანალოგი არ გააჩნია, სწორედ ამან მოგვცა საშუალება რომ ბაზარზე “კოდა” დაბრუნებულიყო ტრადიციული ქათმის ხორცით(აქ შედის როგორც ნედლი ასევე გაყინული ქათამი,ასევე მათი სუბპროდუქტებიც ბარკალი. ფრთა,ფილე,კუჭი, ღვიძლი, საბულიონე ნაკრები ანუ მათი დანაწევრებული ვარიანტი)კომპანიამ ექსკლუზიურად შექმნა საკუთარი სადისტიბუციო პროგრამა, რომელიც სესანიშნავად სინქრონიზდება “კოდაში” მოქმედ საბუღალტრო პროგრამა “ორისთან” და ქმნის ფინანსური და მარკეტინგული ანალიზისათვის უნიკალურ სტატისტიკურ ბაზას .

ეს არის ადგილობრივი წარმოება,რომელიც აწარმოებს სუფთა ქართულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციას(“კოდა “ თავის ფრინველს მხოლოდ ბუნებრივი საკვებით კვებავს,ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.ესენია სიმინდი,ხორბალი,ქერი,მზსუმზირასა და სიოს შროტები.ამ რეცეპტურას იძლევა თვითონ ამ ჯიშის ფრინველის გამომყვანი გერმანული კომპანია).

ეს არის წარმოება სადაც ასეულობით ადამიანია დასაქმებული.

“კოდას” პროდუქცია დროულად და ხარისხიანად მიეწოდება მომხმარებელს.ამას ხელს უწყობს ის რომ გადასაზიდი მანქანები აღჭურვილია სპეციალური სამაცივრე დანადგარებით.
 

ორგანიზაციის მისია
შ.პ.ს “ პოულტრი ჯორჯია”-ას მისიას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სანდო და მაღალი იმიჯის მქონე უვნებელი და მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცის და კვერცხის პროდუქტების წარმოება და მიწოდება, საკანონმდებლო რეგლამენტის მოთხოვნების, მომხმარებელთა, თანამშრომელთა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
პოლიტიკა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სფეროში.
კომპანიის ზოგადი მიზანია მომხმარებელთან და პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება .
ამ მიზნის მისაღწევად საჭირო პროცესების მუდმივი გაუმჯობესება წარმოადგენს მთლიანობაში ჩვენი კომპანიის და ცალკეული თანამშრომლის ძირითად ფასეულობას.
აღნიშნულის განსახორციელებლად ძირითადი მიმართულებებია:
მომხამრებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება,რათა სათანადოდ იქნეს შესწავლილი მათი მოთხოვნები და მოლოდინი.
მომხმარებლისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შესაძლებლობების, წარმატებების და საშუალებების შესახებ.
ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მუდმივი გამჯობესება.
ორგანიზაციის საქმიანობის სრულყოფის მიზნით პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.
სურსათის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, მომზადებისა და მომსახურების პროცესების ყველა ეტაპზე.
პროდუქციის ხარისხის ,უვნებლობის და მომსახურების დონის ასამაღლებლად სამუშაოების მიზანმიმართულად წარმართვა, პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროულად გადაჭრა.
მუდმივი კვლევების წარმოება , წარმოებული პროდუქციის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი,დასახული მიზნების დროული მიღწევა.
მომხმარებლის რეკლამაციებისადმი ყურადღება და წარმოქმნილი პრობლემის მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვეტა.
მაღალკვალიფიციური და მოტივირებული გუნდის ჩამოყალიბება,ზრუნვა მათ სწავლებაზე და პროფესიონალიზმის მუდმივ ამაღლებაზე.
ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა, მოტივაციის ამაღლების მიზნით .

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/02/2018
S
Saba Chikviladze
S