კლინიკა ბომონდი

კლინიკა
5
(1 შეფასება)
ქუთაისი, ზ. გამსახურდიას ქ. 15

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ჩაწერა
Wi-fi

კლინიკა „ბომონდის“ ქირურგიული და გინეკოლოგიური საოპერაციო აღჭურვილია ენდოსკოპიური აპარატურით, რამაც კლინიკას საშუალება მისცა ათწლეულების განმავლობაში ყოფილიყო პირველი ე.წ. უსისხლო ოპერაციების წარმოებაში. კლინიკაში არა მხოლოდ წარმოებს სხვადასხვა სახის ოპერაციები, არამედ ეს ოპერაციები იწერება და შემდეგ ჩანაწერები ეძლევათ პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს, რათა მათ იცოდნენ თუ როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია. 
ჩვენი ვებ გვერდია:bomondi.ge

ქირურგიული საოპერაციოები აღჭურვილია როგორც თანამედროვე ელექტროდანებით, ასევე თანამედროვე ულტრაბგერითი ელექტროდანებით. ესენია ე.წ. ჰარმონიკები, რომლებიც მინიმალურად აზიანებს ქსოვლს და მაქსიმალურად უწყობს ხელს ოპერაციის შემდგომ შეხორცებას

კლინიკის კუთვნილ დანადგარებს შორის არის ოლიმპუსის ფირმის ნაკრები - ფიბროგასტროსკოპიის, ბრონხოსკოპიის და კოლონოსკოპიის თანამედროვე სისტემა, რომელიც დიაგნოსტიკაში საუკეთესოა და მისი ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.

კლინიკაში კეთდება ყელ-ყურის ოპერაციებიც, მენჯ-ბარძაყის პროთეზირება, ორთოპედიული ოპერაციებიც. ამ ეტაპზე კლინიკაში 6 საოპერაციოა, აქედან 2- სამეანო, 4 კი ზოგადქირურგიული.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები