კარიერა

სხვადასხვა(ორგანიზაციები)
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ. აგლაძის ქ. 15

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

კომპანიის შესახებ

კომპანია კონსალტინგის ინსტიტუტი ( instcons) სპეციალიზირდება ინოვაციური გადაწყვეტების შექმნაზე კომპანიის ეფექტურობის ამაღლების მიმართულებით. ტექნოლოგიები და მეთოდიკა, შემუშავებული კომპანიის მიერ, წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავეს ევროპაში და ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია ანალოგი. ჩვენ შევქმენით ონლაინ გადაწყვეტა Worktask, რომელიც არის უნივერსალური ინსტრუმენტი თანამშრომლების კომპეტენციების განვითარებისა და ფორმირებისათვის, ასევე რეზიუმეს უნივერსალური ავტორეგისტრატორი Jobsstaff, რომელიც თქვენთვის გახდება შეუცვლელი დამხმარე პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცესში. ჩვენი ტექნოლოგიები დაგეხმარებათ რეალურად მიაღწიოთ ბიზნესის ოპტიმიზაციისა და სამუშაო პროცესების დადებით ეფექტს. ეს შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების მიღების საშუალებით. 2007 წლიდან ჩვენი კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებები გახდა ეფექტიანობის შეფასება და კომპანიების განვითარება.

დამფუძნებლის მიმართვა

ჩვენი ტექნოლოგიების მეშვეობით გვსურს ვაჩვენოთ რეფორმების უპირატესობა, დავარწმუნოთ თანამშრომლები და ტოპ მენეჯმენტი რამდენად ძლიერ შეუძლიათ საკუთარ რესურსებს მათი დახმარება.

ფასეულობები

ჩვენი საქმიანობით მივისწრაფვით შევქმნათ, ადამიანებს დავეხმაროთ მაქსიმალურად სრულყოფა გაუკეთონ პროცესებს და მათ მიღწევებს. ჩვენ ვიმუშავებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ორიენტირებულია პირველ რიგში ადამიანებისა და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე.

ინოვაციური მაინიცირებელი განათლების დანერგვა, თანამშრომლების ლოიალობისა და პროფესიონალიზმის ამაღლება, ორგანიზაციაში კორპორაციული კულტურის სრულყოფა – ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია.

Jobsstaff კლიენტებისათვის ქმნის განსაკუთრებულ გადაწყვეტებს, რომლებიც საშუალებას იძლევიან მიიღონ არა მხოლოდ ფაქტობრივი მოგება, არამედ მოახდინონ დასახული მიზნების რეალიზება – ორგანიზაციის ერთიანობის, მოტივაციის ამაღლებისა და თანამშრომლების ჩართულობაში.

გეგმები

ჩვენ ვხედავთ ადამიანების გლობალურ პოტენციალს, რომლებიც მზად არიან გადაწყვეტილებების მიღებისას იფიქრონ თავისუფლად და ინოვაციურად – კომპლექსური სიტუაციებისათვის შექმნან მიდგომები. ეს ღირებული იდეა საკუთარი საქმიანობს საფუძვლად ვაქციეთ.

Instcons მიზნად ისახავს შეიტანოს წვლილი ქვეყნის აღდგენასა და განვითარებაში, მოახდინოს ბიზნეს ინდუსტრიის ტოპ-მენეჯმენტთან ერთად მათი პროექტებისა და იდეების რეალიზება, რითაც , ამ პროცესს გახდის მაქსიმალურად სისტემურსა და ეფექტურს.

ამისათვის კომპანია უწყვეტად შეიმუშავებს და მუდმივად ახდენს კონსალტინგური პროდუქტების, ტექნოლოგიების და ქვეყნის ბიზნეს სექტორისათვის მეთოდიკის სრულყოფას. ასეთებია Work-task, ОТОП - Sales Resources და SOFS – Top Managements Resoursces, რომლებსაც უკვე იყენებენ ლიდერი კომპანიები სხვადასხვა რეგიონსა და ეკონომიკის სექტორში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
24/12/2017
S
Saba Chikviladze
S