სკოლა ივერონი

სკოლა
5
(1 შეფასება)
თბილისი, გ. ბრწყინვალის ქ. 41ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

სკოლა ივერონი არის, შპს კერძო სკოლა ივერონი, საიდენტიფიკაციო კოდი:211333305

კერძო სკოლა „ივერონი“ დაარსდა 2000 წელს. დაარსების დღიდან სკოლა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამივე - დაწყებით, საბაზო და საშუალო - საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 
სკოლის თითოეული საფეხურის მიზანია სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტელექტუალურ-ფიზიკური, სულიერი თვისებების მქონე მოსწავლეთა აღზრდა და მომზადება ზოგადგანათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, თითოეული მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სკოლა მიზნად ისახავს, მშობლებთან თანამშრომლობის, შიდა სასკოლო მონიტორინგისა და სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონის მიღწევას და მათ მომზადებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. 
სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია სწავლების პრიორიტეტები, როგორიცაა უცხური ენები, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნები და სახელოვნებო მიმართულებები (რელიგია, ხელოვნება).
სკოლა მოწოდებულია: შექმნას უსაფრთხო გარემო, სადაც მოზარდები ეზიარებიან ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანისტურ იდეალებსა და ღირებულებებს. იზრუნოს, მშობლებთან ერთად, მოსწავლეთა უწყვეტი განვითარებისა და განათლების, მათთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბების, მასწავლებელთა მუდმივი სწავლებისა და პროფესიული ზრდის ხელშემწყობი, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სწავლება-განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და კლასში(სკოლაში) თავისუფალი შემოქმედებითი გარემოს შექმნაზე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
08/07/2018
S
Saba Chikviladze
S