იტალიური სკოლა ცისკარი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
იტალიური სკოლა ცისკარი არის,შპს იტალიური სკოლა ცისკარი,საიდენტიფიკაციო კოდი:201952743
1996 წელს ,,საქართველო-იტალიის" საზოგადოების ინიციატივით თბილისში დაარსდა იტალიური სკოლა ,,ცისკარი“, 1999 წელს სკოლას მიენიჭა საზოგადოების პრეზიდენტის, ვახტანგ ესვანჯიას სახელი. იტალიური სკოლის წარმატების ფორმულა მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება: • იტალიური სკოლა ,,ცისკარი’’ 1999 წლიდან იუნესკოს ასოცირებულ სკოლათა წევრია; • 2005 წლიდან ISAschool - მსოფლიო საერთაშორისო სკოლების მსოფლიო ასოციაციის წევრი; • 2006 წლიდან IEARN - ის საერთაშორისო განათლებისა და რესურსების ქსელის წევრი; • 2006 წლის ოქტომბერში სკოლამ გაიარა ხარისხისა და მართვის ISO 9001:2000 სასერტიფიკაციო აუდიტი და გახდა ამიერკავკასიის რეგიონში ISO -ს საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი პირველი სკოლა. იტალიური სკოლა თავისი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსით ყველა პირობას უქმნის მოსწავლეს ჩამოყალიბდეს ზნეობრივ, ინტელექტუალურ პიროვნებად. სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დადგენილი და სკოლის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამებით, ISO 9001:2008 სისტემის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, გააჩნია მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური რესურსი, კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასი. ბიბლიოთეკა-ოთხენოვანი ფონდით (ქართული, ინგლისური, იტალიური და რუსული, აუდიო-ვიდეო მასალებითა და ელექტრონული რესურსებით, საგნობრივი ტესტების ბანკით), სააქტო და სპორტული დარბაზები, კომფორტული სასადილო. სკოლაში გაძლიერებულად, საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული დონეების მიხედვით ისწავლება იტალიური და ინგლისური ენების. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დამატებით შეისწავლონ რუსული ენა. ინგლისური და იტალიური ენების პროგრამები სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მოიპოვინ კემბრიჯის (KET, PET, FCE) და სიენას (CILS Livello A1, A2, B1, B2) უნივერსიტეტების საერთაშორისო სერტიფიკატები. სკოლის კურსდამთავრებულები მაღალპროცენტიანი გრანტებით წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე, უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. სკოლაში სასწავლო პროცესს წარმართავენ ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პროფესიონალები. მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს სკოლის ბაზაზე 2004 წელს დაარსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ლაბორატორია. სკოლა ,,ცისკარი", სასწავლო-გაცვლითი პროექტების ფარგლებში, 1998 წლიდან, დამეგობრებულია იტალიის ქალაქების ბორგომანეროს, პალერმოს, ტურინის, ბუსკას, მილანის, რომისა და ვერბანიას სკოლებთან. ყოველწლიურად, სასწავლო-გაცვლითი პროექტების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები, მიემგზავრებიან იტალიაში და თავადაც მასპინძლობენ იტალიელ თანატოლებს. იტალიურ სკოლაში 2017-18 სასწავლო წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეა, ამოქმედდება ორენოვანი ბილინგვური (იტალიურ - ქართული) სექტორი. ბილინგვური სექტორი იმუშავებს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. იტალიური სკოლის კურსდამთავრებულები იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან იტალიელ თანატოლებთან თანაბარ პირობებში. (იტალიური სკოლა ცისკარი Italian School TSISKARI Scuola Italiana Tsiskari) ძირითადი მიზეზები, თუ რატომ უნდა აირჩიოთ იტალიური სკოლა ,,ცისკარი“ : • 20 წლიანი გამოცდილება • 10 წელი ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი (ISO 9001:2008) • ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პედაგოგები; • მცირერიცხოვანი კლასები; • მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი სასწავლო სივრცე; • მოსწავლის ინტელექტუალური, ფიზიკური და ინდივიდუალური განვითარება ერთ სივრცეში; • არაფორმალური განათლების წახალისება; • პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; • უსაფრთხო, ჯანსაღი და კეთილგანწყობილი გარემო; • სასწავლო-გაცვლითი პროგრამების მრავალწლიანი გამოცდილება. • შედეგზე ორიენტირებული ხარისხიანი სასწავლო პროცესი; • ქართულ-იტალიური სექტორი.