ისტორიალი

აქსესუარები | სამკაულები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ნ. ნიკოლაძის ქ. 7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ისტორიალი არის, შპს ისტორიალი , საიდენტიფიკაციო კოდი: 404427385
“ისტორიალი” გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ სამკაულის და მცირე პლასტიკის, კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს. 
“ისტორიალი”-ს სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას; სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე.
სალონში წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია "ისტორიალი"-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. XXV - ახ.წ. V საუკუნეებით. 
კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარსდგა მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე.
"ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების, ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების მრავალფეროვან კოლექციას.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" 15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
06/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები