ინვეტ ჯგუფი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ. ბაგრატიონის ქ. 84ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ინვეტ ჯგუფი არის, შპს ინვეტი, საიდენტიფიკაციო კოდი:404387481

 

განახლებული სახელით, განახლებული მენეჯმენტით, განახლებული ბიზნეს პარტნიორებითა და განახლებული ეროვნული წარმოებით, 2010 წლის სექტემბრიდან ქართულ ეკონომიკურ სივრცეს ჩვენი სახით შეემატა კომპანია „ინვეტი“, რომლის მთავარი დევიზი და მოქმედების კრედოა – „მუდმივი ზრუნვა“.
ჩვენ ვზრუნავთ ფერმერებზე, ვეტერინარებზე, გლეხებსა და საზოგადად მათზე, ვისთვისაც შინაური ცხოველი და მასთან ურთიერთობა არა მარტო ბიზნესის წარმოების საფუძველია, არამედ სულიერი მოთხოვნილებაც. 
კომპანია „ინვეტს“ ზურგს უმაგრებს ქართულ ვეტერინარულ ბაზარზე მოღვაწეობის მრავალწლიანი ისტორია. დაგროვილმა გამოცდილებამ, არსებული სტაფის კვალიფიკაციამ და პროფესიონალიზმმა საშუალება მოგვცა გაგვენხორციელებინა რებრენდინგი, რათა კიდევ უფრო ხმამაღალი სიტყვა ვთქვათ ქართულ ბიზნესში. 
ჩვენი მისია, ყოველდღიურად ცოდნის გაღრმავების გზით, არსებული შესაძლებლობათა გაფართოვებაა. ეს კი იმის უტყუარი გარანტიაა, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქციით და მომსახურეობით უზრუნველვყოთ.
ჩვენ პირდაპირი ბიზნეს ურთიერთობა გვაქვს, ევროკავშირის და ამერიკის კონტინენტის წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, რაც განაპირობებს იმპორტირებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს, ეფექტურობას და მინიმალურ ფასებს. 
პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა ეროვნული წარმოების განვითარებას. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული და რეგისტრირებული ვეტერინარული მედიკამენტების და საკვები პროდუქტების მუდმივად იზრდება.
სისტემეტიურად ვატარებთ სემინარებს, სადაც დაინტერესებულ ვეტერინარებსა და ფერმერებს ევროპიდან მოწვეული და ადგილობრივი აღიარებული, ავტორიტეტული სპეციალისტები უტარებენ ტრეინინგებს, გადასცემენ ინფორმაციას დარგში არსებულ სიახლეებსა და ტენდენციებზე.
ვეტერინარიის სფეროში, დაინტერესებულ პირთათვის ჩვენ მიერ გაწეული სერიოზული და მაღალკვალიფიციური კონსულტაციები, თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიისა და მისი დისტრიბუციის სამსახურის მოქნილი მუშაობა, ჩვენი სავიზიტო ბარათია. 
„ინვეტის“ უმთავრესი მიზანია, უწინარეს ყოვლისა, მომხმარებელი ყავდეს კმაყოფილი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალოს თავისი მოღვაწეობა დამაკმაყოფილებლად.
ჩვენი საქმიანობით პირნათელი ვართ ღმერთისა და სახელმწიფოს წინაშე, ამიტომაც თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენთან ურთიერთობის შემთხვევაში, თქვენ შეიძენთ არა მარტო მაღალ ხარისხიან პროდუქციას, არამედ საიმედო ბიზნეს პარტნიორსაც.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
18/07/2018
S
Saba Chikviladze
S