საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
2011 წლის პირველი იანვრიდან ფრანგული ინსტიტუტი მთელს მსოფლიოში საფრანგეთის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართული კულტურული ღონისძიებების სააგენტოდ იქცა.
საზოგადოებისთვის გახსნილი ფრანგული ინსტიტუტი მრავალმხრივი ღონისძიებების საშუალებით ცდილობს საქართველოში ფრანგული
კულტურის გავრცელებას, ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განმტკიცებას და ითავსებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც აქამდე ა. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის განყოფილება ასრულებდნენ. კერძოდ, ეს არის ფრანგული ენის შესწავლის ცენტრიც და კულტურული თანამშრომლობის და შემოქმედებითი პოპულარიზაციის საშუალებაც, რომელიც წიგნისა და მწერლობის სფეროშიც მოღვაწეობს და ქართველ სტუდენტებს საფრანგეთში განათლების მიღებაში ეხმარება.