ინსერვისი

გათბობა-გაგრილების სისტემები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 115ა

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ინსერვისი არის, შპს ინსერვისი, საიდენტიფიკაციო კოდი: 206346685
 

კომპანია „INSERVICE“ წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას. ის 2009 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის უალტერნატივო ლიდერია, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების სრული სპექტრის მომსახურებას- საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობის, ტექნიკური გამართულობისა და სერვისული მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დაფუძნებიდან დღემდე ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზე. ვთვლით, რომ მხოლოდ მომსახურების მაღალი ხარისხი და კომპეტენციის მაღალი დონე არის წარმატების მიღწევის გარანტი, სწორედ ამიტომ კომპანია „INSERVICE“ წლიდან წლამდე იზრდება კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციების ხარჯზე. არსებობის მანძილზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია არ ღალატობს საკვანძო პრინციპებს: პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას და საქმისადმი ერთგულებას.

დღეისათვის კომპანია „INSERVICE“ ემსახურება არაერთ უმსხვილეს ორგანიზაციას. კომპანიის თანამშრომლებობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა ქართული ბაზრის ფლაგმან კორპორატიულ კლიენტებთან. სწორედ მათი მრავალწლიანი ნდობა და ჩვენდამი ერთგული დამოკიდებულება განსაზღვრავს კომპანია ინსერვისის რეპუტაციასა და იმიჯს.

კომპანიის ძირითადი ბირთვის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდია, რომელიც ასრულებს ნებისმიერი სირთულის პროექტსა და ამოცანას, ესაა მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, რომლის პრიორიტეტია პროფესიონალურ დონეზე მართოს საკუთარი სერვისი, დააკმაყოფილოს კლიენტებისა და პარტნიორების მზარდი მოლოდინი.

ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ახალი ტენდენციები და სიახლეები, რაც არა მარტო „INSERVICE“-ის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ ბაზრის მზარდი მოთხოვნების უზრუნველსაყოფადაა მომართული.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
11/03/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები