აიბილდი

სამშენებლო კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 44

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

აიბილდი არის, შპს აიბილდი, საიდენტიფიკაციო კოდი:404974649
 

სამშენებლო კომპანია IBUILD თავის პირველ პროექტს ასრულებს. საცხოვრებელი კომპლექსში ნუცუბიძის მე–3 პლატოზე 2015 წლის პირველ ივნისს დაიწყო ბინების სარემონტო სამუშაოები. პირველი 10 ბინა ფასდაკლების აქციის ფარგლებში გაიყიდა. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ბინების დაგეგმარებაში ცვლილებები თავად შეიტანოს და საცხოვრებელი ფართი საკუთარი სურვილის მიხედვით მოაწყოს.

8 სართულიან კომპლექსში 25 ბინაა. შენობა რელიეფს იდეალურად არის მორგებული, საცხოვრებელი ფართების უმეტესობიდან ქალაქზე შესანიშნავი ხედი იშლება.სახლი ენერგოეფექტურია, რაც თავის მხრივ თბოიზოლაციისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების ხარჯზე კომუნალური გადასახადების დაახლოებით 30%–ით შემცირებას გულისხმობს. –1 და პირველ სართულებზე ავტოსადგომია განთავსებული. ბინები თეთრი კარკასის სახით ბარდება. ანალოგიური სტატუსის მქონე სხვა ნაგებობებისგან განსხვავებით, იატაკის მოჭიმვაში გათბობის მილებია განთავსებული. საცხოვრებელი კომპლექსი სარეკრეაციო ზონით არის გარშემორტყმული და საკმაოდ მოსახერხებელი მდებარეობაც აქვს. საავტომობილო გზა კომპლექსთან ორი მხრიდან მიდის.

კომპანიის მიზანი

კომპანიის მიზანია ასოცირდებოდეს მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მაღალ სტანდარტებთან. ნაგებობების ენერგოეფექტურობა და მდგრადობა ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია. IBUILD – ის არქიტექტორების ამოცანა ასათვისებელი სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად განაწილება, მომხმარებლისთვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნაა. განსაკუთრებული ყურადღება კლიენტების სურვილებისა და შენიშვნების გათვალისწინებას, ასევე მშენებლობის ვადების დაცვას ეთმობა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
31/07/2018
S
Saba Chikviladze
S