სასტუმრო ჩაო ბათუმი

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ.75

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card prime-card visa
TV
საბანკეტო დარბაზი
მინი-ბარი
რესტორანი
კაფე
ხმაურის დონე დაბალი
ალკოჰოლი
საბავშვო ზონა
ტერასა
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

„ჩაო“ – ქალაქ ბათუმში, ზღვასთან ახლოს მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე მოქმედი ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელიც თავისი რომანტიკული ფასადისა და ინტერიერის გარდა, უპირველესად სახელწოდების უცხო ჟღერადობით იზიდავს სტუმარს. სასტუმრო „ჩაოში“ გატარებული დღეების შემდეგ სტუმრებს სურვილი უჩნდებათ, მომავალშიც არაერთხელ ესტუმრონ ამ ულამაზეს ადგილს. სასტუმრო „ჩაო“ იმ ერთ-ერთი ოჯახის საკუთრებაა, რომლის ფესვები სოფელ ჩაოსთან, მის უძველეს კულტურასა და ტრადიციებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ აოცებს და იზიდავს იგი თავის სტუმრებს იშვიათი სტუმართმოყვარეობით, ქართული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და თანამედროვე სტილთან შეზავებული მთის ეგზოტიკური კულინარიული ხელოვნებით, რომელსაც ზედმიწევნით ფლობენ აქ დასაქმებული ჩაოელი მზარეულები. სასტუმრო „ჩაო“ მუდამ თქვენს სამსახურშია, ძვირფასო სტუმრებო!
დამეთანხმებით, რა დიდი სიამოვნებაა, ცხოვრობდე სასტუმროში, რომელსაც გააჩნია 25 ნათელი, კეთილმოწყობილი ოთახი, თანამედროვე რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი თუ კეთილმოწყობილი გასართობი ინფრასტრუქტურა და თავს ისე გრძნობდე, როგორც საკუთარ ოჯახში, სახლში, სადაც ძალდაუტანებელი ღიმილით გეგებებიან და გმასპინძლობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი კლასის მომსახურებით.
2008 წლიდან, ანუ თავისი დაარსებიდან დღემდე, სასტუმრო „ჩაოს“ მრავალი გამოჩენილი ადამიანი, სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ ბიზნესმენი, და, უბრალოდ რომ ვთქვათ, ჩვენი და უცხო ქვეყნის ყველა ასაკისა და პროფესიის მოქალაქე სტუმრობდა და სტუმრობს.
აქ მოდიან ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესია მშვიდი, ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო, ეგზოტიკური კერძები და საერთო ჯამში – მომსახურების მღალი ხარისხი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/09/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები