სასტუმრო Villa Old Rustaveli

სასტუმრო
5
(1 შეფასება)
თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 40ა

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
მინი-ბარი
ბარი
ხმაურის დონე დაბალი
ალკოჰოლი
ტერასა
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

სასტუმრო “ჰოტელ ვილა ოლდ რუსთაველი” გამოირჩევა მომსახურების მაღალი დონით და ქართული სტუმართმოყვარეობით. მდებარეობს რუსთაველის გამზირზე, მომხიბლავი თბილისის შუაგულში, პარლამენტის სიახლოვეს და სასტუმროების “მარიოტისა” და “რედისონის” მოპირდაპირედ.ჩვენს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე:hotelvillaoldrustaveli.ge სასტუმროს მიმდბარე ტერიტორიაზე განლაგებულია მრავალფეროვანი შენობა–ნაგებობები. სასტუმროს აქვს 21 ნომერი. ნათელი, კონდიცირებული ოთახების ინტერიერი მოწყობილია თბილ ფერებში და კლასიკურ სტილში. თითოეულ ნომერში არის ტელევიზორი, მაცივარი და საშხაპე.

ჩვენ გთავაზობთ უფასო Wi-Fi–ს, ავტოსადგომსა და მიღების 24–საათიან რეჟიმს. სასტუმრო აგრეთვე გთავაზობთ ყავას და ჩაის ადგილზე, აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ სხვადასხვა კაფეებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 წუთის სავალზე.

სასტუმროს მდებარეობა ქალაქის ბიზნეს, კულტურულ, გასართობ და სახელმწიფო დაწესებულებებთან ადვილად დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამავდროულად, იგი სთავაზობს მყუდრო და მშვიდ გარემოს სტუმრებისთვის, ხმაურიანი ქალაქის ცენტრში.

სასტუმროდან მხოლოდ ერთი წუთის სავალზეა ვარდების რევოლუციის მოედანი, თავისუფლების მოედანზე კი ფეხით 15 წუთში მოხვდებით. რუსთაველის მეტროსადგური სასტუმროდან 5 წუთის სავალზეა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი – 18 კილომეტრის მოშორებით.

მიმდებარე ტერიტორიაზე თქვენ შეგხვდებათ: სასტუმროები: მერიოტი და რედისონი, თავისუფლების მოედანი, პარლამენტის შენობა, ოპერა, თეატრები, კინო, საკონცერტო დარბაზი, ახალი მოდური მაღაზიები, კაფე–რესტორნები, საუკეთესო კლუბები და ბარები, აგრეთვე რედისონის ახალი კაზინო.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ჯიპებს, ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს, მძღოლთან და გიდებთან ერთად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
15/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები