ჰოსტელი მეტეხის გალავანი

ჰოსტელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვ.ჯორბენაძის ქ.36

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

cash master-card visa
პარკინგი
Wi-fi

მეტეხის სასტუმრო „გალავანი“– იაფი, პატარა სასტუმრო თბილისში

სასტუმრო „გალავანი“ გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას საქართველოს დედაქალაქ – თბილისში, მაქსიმალური კომფორტითა და მინიმალური ხარჯებით. ძალიან ხშირად სტუმრები ურჩევენ თავიანთ მეგობრებსა და ნათესავებს ჩვენს სასტუმროს. ბუნებრივია, კომბინაცია ევროპულ დონესთან და მისაღებ ფასებთან მოგზაურს დაარწმუნებს ჩვენთან შემოსვლასა და დარჩენაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი სასტუმროს საუკეთესო მდებარეობა დიდი პლუსია ჩვენი სტუმრებისათვის. მაგალითად, ჩვენი სასტუმროდან 5 წუთის სავალზეა უახლოესი მეტრო „ავლაბარი“. ასევე, თუ გსრურთ თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ჩვენი სასტუმრო საუკეთესო ადგილია თქვენთვის.

ინტერიერი

სასტუმროში არის თანამედროვე დიზაინით მოწყობილი ნათელი და კომფორტული ოთახები, სადაც სტუმრებს შეეძლებათ განტვირთვა და ხედით ტკბობა. ჩვენი სასტუმროს ახლოს არის პარკინგი. მტკვრის ხედი და ზემოთ ჩამოთვლილი ინტერიერი ჩვენს სტუმარს გულგრილს არ დატოვებს. 
ჩვენ ვმუშაობთ დასვენების გარეშე და მზად ვართ ვაჩუქოთ თითოეულ მოგზაურს ან ტურისტების ჯგუფს დაუვიწყარი დასვენება. 
ეს ყველაფერი თქვენთვის კომფორტული და სასიამოვნო რომ აღმოჩნდეს, ჩვენ გთავაზობთ:

უფასოდ და ნებისმიერ დროს:
• Wi-Fi
• ჩაი და ყავა 
• ოთახის აღჭურვილობები (მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, სარეცხი მანქანა)
• უთო თავისი გასაუთოვებელი მაგიდით.
• თმის საშრობი 
• სადარბაზო ოთახი ტელევიზორით
• სასიამოვნო მომსახურება

ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება და სიმშვიდე მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა და სახანძრო სიგნალიზაცია. სასტუმროში არის ექვსი ახალი ნომერი. 
ჩვენს სასტუმროში სტუმრები თავს კომფორტულად გრძნობენ. სამზარეულო უზრუნველყოფილია საჭირო ნივთებით: მაცივრით, მიკროტალღური ღუმელით, ჭურჭლით, ჩაით და ყავით. ყოველდღიურად ხდება ოთახების დასუფთავება– როგორც ყველა ნომრის, ასევე მთავარი ოთახის. თუ საჭირო გახდება, თქვენ შეგეძლებათ სარეცხი მანქანის, უთოს და თმის საშრობის გამოყენება.

დამატებითი სერვისები:

სტუმრების მოთხოვნებისდა მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზება ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას საქართველოს მაშტაბით.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/02/2017
B
Beqa Burjanadze
B