გზაჯვარედინი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, კაიროს ქ. 38

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

გზაჯვარედინი არის, შპს გზაჯვარედინი, საიდენტიფიკაციო კოდი: 206143298
კომპანია „გზაჯვარედინი“ დაარსდა 2004 წელს. 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში და მის მენეჯმენტში.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების წარმოება, რეალიზაცია, მომსახურება.

ჩვენი საგზაო ნიშნების დამამზადებელი თანამედროვე საწარმო, აღჭურვილია ევროპული წარმოების საუკეთესო დანადგარებით, ხოლო ნედლეულად ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიო ბრენდების პროდუქციას, რაც განაპირობებს ჩვენს მიერ წარმოებული საგზაო და საინფორმაციო ნიშნების მაღალ ხარისხს და ხანგრძლივ საექსპლოატაციო ვადას.

კომპანია ახორციელებს შუქნიშნების პროექტირებას და მაღალი ხარისხის ტექნიკური საშუალებების სამონტაჟო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, გზის მარკირების ტექნიკის თანამედროვე პარკი საშუალებას იძლევა განვახორციელოთ სხვადასხვა სახის საგზაო მონიშვნა მოკლე ვადებში. მაღალი ხარისხით შესასრულებლად ჩვენ ვიყენებთ ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიის „SWARCO”-ს პროდუქციას და გამოცდილებას.

კომპანიაში დასაქმებულია გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელთა გადამზადებაც ხდება პერიოდულად უცხოური ლიდერი კომპანიების წარმომადგენლების მიერ.
ჩვენს მიერ გამოყენებული ნედლეული, წარმოებული პროდუქცია და მომსახურება შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. კომპანიას გააჩნია საგზაო ნიშნების წარმოების სერთიფიკატი.

შპს „გზაჯვარედინი“-ს უპირატესობა ჩვენს სფეროში მომუშავე კომპანიებთან შედარებით ჩვენი სრულყოფილი მომსახურებაა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. კომპანიისთვის შესაძლებელია ერთდროულად სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება დროულად და ხარისხიანად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/01/2018
S
Saba Chikviladze
S