ტელეკომპანია გურჯაანი

ტელეკომუნიკაცია | კავშირგაბმულობა | ინტერნეტი
5
(1 შეფასება)
გურჯაანი, ნონეშვილის გამზ. 14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ტელეკომპანია გურჯაანი არის, შპს ტელეკომპანია გურჯაანი, საიდენტიფიკაციო კოდი:227717307
 

ტელეკომპანია ,,გურჯაანი” , რეგიონული ტელევიზია კახეთის მხარეში, 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი პოტენციური აუდიტორია ციფრულ მაუწყებლობაზე 200 000-მდე ადამიანს შეადგენს. არხი მაუწყებლობს ,,სილქნეტსა“ და ,,მაქთისატზე“, ამიტომ მაყურებელთა რაოდენობა შესაძლებელია რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. 

ტელეკომპანია ,,გურჯაანი” დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. მაუწყებლობა 8:00 საათზე იწყება და 02:00 საათზე მთავრდება. საინფორმაციო სამსახური კახეთში, საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში 4-ჯერ, პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციას.

სატელევიზიო ბადე შევსებულია საინფორმაციო-ანალიტიკური საავტორო გადაცემებით, გასართობი პროგრამებით, მხატვრული ფილმებით, სერიალით, სარეკლამო რგოლებით. 

ტელეკომპანიის პარტნიორები არიან, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო დონორები: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), (OSGF), (BST) The Black Sea Trust for Regional Cooperation; A Project of the German Marshal Fund და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EURASIA PARTNERSHIP FOUNDATION) მათი დახმარებით განხორციელებულმა პროექტებმა ტელეკომპანიას მოუპოვა მაყურებელთა ნდობის მაღალი რეიტინგი.
 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/08/2018
S
Saba Chikviladze
S