გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
თბილისი, სამღერეთის ქ. 5

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლის დამაარსებელმა, პროფესორმა გურამ თავართქილაძემ, ჩაუყარა საფუძველი და ჩვენი უნივერსიტეტიც დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება.

უნივერსიტეტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფილია სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის აუცილებელი რესურსებით. სამეცნიერო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები სრულად მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ შინაარსს. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არის მდიდარი წიგნადი ფონდი. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკითა და ლექციების DVD ვერსიებით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საჭირო ლიტერატურის მოძიების შესაძლებლობას აძლევს. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოიცავს უახლესი ნორმატივების მიხედვით აღჭურვილ აუდიტორიებს, რადიო და ტელე ლაბორატორიებს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, კაბინეტებსა და სააქტო დარბაზს. აუდიტორიებში განლაგებულია თანამედროვე დიზაინით შესრულებული მერხები, სალექციო და სემინარული მუშაობისათვის საჭირო თვალსაჩინოება, მედიაპროექტორები. კომპიუტერული ცენტრი აღჭურვილია უახლესი მოდელის კომპიუტერებით. ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ცენტრში განლაგებული ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები ხელმისაწვდომია ნებისმიერი სტუდენტისათვის.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის მართვის სამსახური, რომელიც მუშაობს სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების საკითხებზე. კარიერის მართვის სამსახურის მიზანია შრომის ბაზრის სისტემატური ანალიზი და მომავალი სპეციალობების სწორად განსაზღვრა, ასევე ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისათვის რეკომენდაციების მიცემა და ამ მიმართულებით სწორი საუნივერსიტეტო სტრატეგიის შემუშავება.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა და შინაგანაწესი ჰარმონიულად ერწყმის სტუდენტთა და შრომის ბაზარზე მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე დომინირებულ თანამედროვე მოთხოვნებს.

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის ჩამოყალიბების, აკადემიური პროცესების მონიტორინგისა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მართვაში. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მოწოდებულია დაიცვას სტუდენტთა უფლებები, ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოს თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების პირობები და ხელი შეუწყოს სტუდენტთა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. 
მუშაობისა და დასვენების ჯეროვანი პირობების შესაქმნელად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტ-ჟურნალისტთა კლუბი "რეპორტიორი", ლიტერატურული კლუბი, სტუდენტური კაფე, ინტელექტუალთა კლუბი და სპორტული მოედანი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S