ჯითი გრუპი

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 216

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

კომპანია ”ჯი-თი გრუპი” უკვე 10 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და      მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

კომპანიების ჯგუფმა საქმიანობა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ჩამოყალიბდა ”ჯი-თი გრუპის” სახელით.

”ჯი-თი გრუპი” დივერსიფიცირებული სავაჭრო და მომსახურების ჰოლდინგური კომპანიაა.

დღეისათვის, ჰოლდინგი ”ჯი-თი გრუპი” სათავეში უდგას რამდენიმე შვილობილ ორგანიზაციას. ესენია, შპს ”ჯი-თი მოტორსი”, შპს ”კოლხი ჯგუფი”, შპს ”ევროპროდუქტის” ნაწილი და ერთობლივი ქართულ-იტალიური საწარმოს, შპს ”ჯი-თი ენოლოჯიკას” ნაწილი.

შპს ”ჯი-თი მოტორსის” შექმნის იდეა დაიბადა 2007 წელს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი მომსახურება-სერვისი. ”ჯი-თი მოტორსი” საქართველოში ექსკლუზიურად წარმოედგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა Ford-ი, Land Rover-ი, Jaguar-ი და Suzuki.

კომპანიის ავტოსალონებში (ე.წ. შოუ-რუმებში), წარმოდგენილია დასახელებული ავტომწარმოებლების უახლესი მოდელები. იქვე ფუნქციონირებს საავტომობილო მომსახურების სერვის-ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამდროვე ავტო-დიაგნოსტიკური და მექანიკური დანადგარებით, რომლებიც მომწოდებელი ავტომწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზეა გამართული და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2005 წელს, ჰოლდინგში გაერთიანდა შპს ”ევროპროდუქტი”. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტ-ექსპორტი. შპს ”ევროპროდუქტი” თბილისში წარმოდგენილია ხუთი სუპერმარკეტით თბილისში და ბათუმში (იხ. ბმული europroduct.ge).

”ევროპროდუქტი” საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Valio, Arla, Baiernland, Frico და სხვა. კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქტები მუდამ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რაც განაპირობებს ”ევროპროდუქტის” ლიდერობას რძის პროდუქტების იმპორტიორთა ბაზარზე.

2010 წელს, ”ჯი-თი გრუპმა” დაიწყო საქმიანობა სამშენებლო სფეროშიც. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა სამშენებლო-საიზოლაციო და გადასახური  მასალებისა და დეკორატიული და მოსაპირკეთებელი ქვების იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია წარმოებულია ისეთი ევროპული ბრენდების მიერ როგორებიცა არიან GSE Leaning Technologies, Akeliaf (საიზოლაციო მასალები) და Tegola Canadese (სხვადასხვა ტიპის გადასახური და საიზოლაციო პროდუქცია იტალიიდან).

2015 წელს, ”ჯი-თი გრუპი” იტალიელ პარტნიორებთან ერთად აფუძნებს ერთობლივ საწარმოს, შპს ”ჯი-თი ენოლოჯიკას”, რომლის საქმიანობა ღვინის მრეწველობისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარების იმპორტსა და მომსახურებას უკავშირდება. ”ჯი-თი ენოლოჯიკას” ასევე შემოაქვს ის მასალები და კომპონენტები, რომელიც აუცილებელია ღვინის წარმოების, მომზადებისა და შენახვის ტექნოლოგიებისთვის. 

”ჯი-თი გრუპს” წამყვანი პოზიციები უკავია სატვირთო და სპეციალური ტექნიკის სფეროშიც.  2007 წლიდან, კომპანიის მიერ მიწოდებული "Ford Trucks"-s სატვირთო და სპეცტექნიკა, აქტიურად გამოიყენება სამშენებლო და მუნიციპალური მომსახურების ბაზარზე.

”ჯი-თი გრუპის” საქმიანობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტსა და მომსახურებასაც. 2009 წლიდან, ”ჯი-თი გრუპი” საერთაშორისო კონცერნის, New Holland (FIAT Group)-ის, ექსკლუზიური დილერია საქართველოში და მის მიერ მიწოდებული ტრაქტორები, კომბაინები და სხვა სახის სასოფლო ტექნიკა, წარმატებით გამოიყენება საქართველოს რეგიონების სასოფლო-სამეურნეო პროექტებში.

დღიდან დაარსებისა, ”ჯი-თი გრუპი” მუდმივად აფართოვებს თავისი მოღვაწეობის მასშტაბებსა და არეალს. იზრდება ”ჯი-თი გრუპის” პარტნიორებისა და იმ ბრენდების ჩამონათვალიც, რომელსაც კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოსა და რეგიონში. ასევე იზრდება იმ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების რაოდენობაც, რომლებიც სარგებლობენ ”ჯი-თი გრუპის” მომსახურებითა და სერვისით.

სწორი მენეჯმენტისა და დაუღალავი შემოქმედებითი შრომის შედეგად, კომპანის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, განხორციელებული აქვს მრავალი საქველმოქმედო პროექტი.

2005 წლიდან დღემდე, კომპანია რეგულარულად ჯილდოვდება სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელის სიგელებით, როგორც საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი.

2007 წლიდან, კომპანიამ ქველმოქმედის ნომინაციაც მოიპოვა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, ღირსეულად ატარებს ქველმოქმედი კოპანიის სახელს.

თავდაუზოგავი შრომა, სიახლეების მუდმივი ძიება და მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილებისადმი სწრაფვა, ”ჯი-თი გრუპის” წარმატების საიდუმლოა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
22/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები