გრენა

ტელეკომუნიკაცია | კავშირგაბმულობა | ინტერნეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. 10

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ანათლებისა და მეცნიერების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით,  1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია  - „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი წამყვანი უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

 

ასოციაცია „გრენა”-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

1. მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.

2. სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

3. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.

4. მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება. 

5. ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ახალი სერვისების დანერგვა და პროექტების განხორციელება მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროკავშირის, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს”, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

„გრენა” თავისი ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მომსახურებას უწევს 80-ზე მეტ ორგანიზაციას საქართველოში. „გრენა“-ს გააჩნია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც აკავშირებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. „გრენა”-ს სერვერების ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ვირტუალური სერვერები, ჰოსტინგი, ელექტრონული სწავლება და სხვა.

 

ასოციაცია „გრენა“-ს გააჩნია მაღალი სიჩქარის გამოყოფილი არხი ევროპის სამეცნიერო ქსელ GEANT-თან და Level 3 პროვაიდერთან. ”გრენა”-ში ფუნქციონირებს საქართველოში ერთადერთი განაწილებული გამოთვლების GRID სისტემა, რომელიც ჩართულია ევროპის GRID ინფრასტრუქტურაში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S