ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

კვების პროდუქტებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვარკეთლი 3, 3ა მკრ-ნი. კორ .322

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ არის, შპს ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ, საიდენტიფიკაციო კოდი: 406044668
ჩვენი ვებ გვერდია:gnp.ge
 

კომპანია GNP ( ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ ) -ის მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა 2005 წელს . ამასთან აღსანიშნავია რომ იმ დროისთვის ერთობ მოკრძალებულად - მხოლოდ ნატურალური აჯიკით - დაიწყო საქმიანობა და დაუღალავი შრომის შედეგად და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტის ხარჯზე მოახერხა ის, რომ ერთ პროდუქტს შეემატა მეორე „სვანური მარილი“.

კომპანია ორიენტირებულია აწარმოოს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტები, ტრადიციული ქართული სუნელები და საკმაზები, რომლებიც საკვებს ანიჭებენ განუმეორებელ გემოსა და არომატს.

მარკეტინგის სწორი გათვლით, ფასებისა და ხარისხის ოპტიმიზაციის ხარჯზე კომპანიამ მოახერხა კორპორატიული მომხმარებლის შეძენა და წარმოების წინაშე დადგა ახალი გამოწვევა - დაეკმაყოფილებინა გაზრდილი მოთხოვნა ხარისხის შენარჩუნებით. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად მან მოიპოვა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია.

სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობის შედეგია, რომ დღეს კომპანიის ასორტიმენტი წარმოდგენილია 10 დასახელების სხვადასხვა შეფუთვის პროდუქტებით და მისი პროდუქციით ინტერესდებიან არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ: უკრაინაში , ისრაელში , ყაზახეთში.

მიუხედავად დიდი კონკურენციისა ამ სფეროში, კომპანია ადგილობრივი ბაზრის 20%-ს აკონტროლებს.

კომპანია არც მომავალში უღალატებს თავის პრინციპს, ამზადოს პროდუქტი ყოველგვარი ემულგატორების გარეშე და მუდმივად იმუშავებს ასორტიმენტის გაზრდაზე.

მიირთვით ჩვენი პროდუქტი და იყავით ჯამრთელები!

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/02/2018
S
Saba Chikviladze
S