გლობალ სელ

ტელეკომუნიკაცია | კავშირგაბმულობა | ინტერნეტი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 1

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card prime-card

“გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ევროპული,  ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრებით და უფასო ზარებით როუმინგში.

“გლობალ სელი“  არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ახალი ქართული მობილური ოპერატორი, ინდექსით  +995 559 (MCC / MNC - 282/07).

“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ უფასო შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში და ისარგებლონ საუკეთესო ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის და 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat - "გლობალ სელის" უმაღლესი სტანდარტია.

„გლობალ სელის“ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათები ინოვაციური პროდუქტია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2009 წელს და  აბონენტებს სთავაზობს ყველაზე ხარისხიან, ფართომასშტაბიან და წარმოუდგენლად იაფ როუმინგულ კავშირს.

2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ კომპანია "გლობალ სელს" გადაეცა სასაქონლო ნიშანი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა - „გლობალ სელი“ პატენტის მფლობელი ბრენდია!

2010 წლის 18 ოქტომბერიდან „გლობალ სელი“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) წევრია.

„გლობალ სელი,“ როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირი,  ფლობს ნუმერაციის არაერთ რესურსს.

დაარსების დღიდან, ჩვენ  მუდმივ ინოვაციას ვთავაზობთ აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა  იმ ქვეყანათა სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი,  რიგ ქვეყნებში 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო  სიმ-ბარათების რეალიზაციას. "გლობალ სელის" ქსელში,  50 000- ზე მეტი აბონენტია ჩართული.

"გლობალ სელი" აქტიურად ცდილობს თანამშრომლობას პარტნიორ კომპანიებთან, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები