გიშერი

პარფიუმერია | კოსმეტიკა | ჰიგიენა
5
(1 შეფასება)
ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 5

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-22:00 შაბ: 10:00-22:00 კვ: 10:00-22:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

გიშერი პირველი ბრენდია, რომელმაც საქართველოში დეკორატიული კოსმეტიკის წარმოება დაიწყო. ჩვენი პროდუქტის უპირატესობა ისაა რომ, ორგანულია, არ შეიცავს ქიმიკატებს და 100% ით უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  გიშერის გუნდის მთავარი მიზანია, ქართველი ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უსაფრთხო და ხარისხიანი კოსმეტიკა.

გიშერის დამაარსებლები, ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტები- ნინო რესულიძე და მარიამ ღლონტი არიან. ისინი  ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ პროდუცქიის რეცეპტებისა და ფორმულების შემუშავებაზე. პარარელურად გადიოდნენ ექიმ-დერმატოლლოგთან კონსულტაციებს. საბოლოოდ კი მიიღეს უნიკალური, ორგანული, ქართული კოსმეტიკური პროდუქტები.

ამჟმად ხელმისაწვდომია 4 სახის პროდუქტი: ტუჩსაცხი, ტუჩის გლოსი, საბავშვო ჰიგიენური გლოსი და ფჩდილის ლაქი. ინგრედიენტები ბუნებრივი ზეთები, ცვილები და კარაქებია, რომლებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან, ტუჩის კანის სტრუქტურას აახალგაზრდავებენ და კვებავენ. თაფლის ცვილი, შის და კაკაოს კარაქები, აბუსალათინის, ნუშის, ჟოჟობას ზეთები, ორგანულად დამუშავებული პიგმენტები - ეს იმ ინგრედიენტების არასრული ჩამონათვალია, რომლიც გიშერის პროდუქციის წარმოებაში გამოიყენება.

ძალიან მალე, ახალი პროდუქტებიც იქნება ხელმისაწვდომი: თვალის და ტუჩის კონტურები და თვალის ტუში.
სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი-ეს ბრენდის დევიზია!

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები