გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი




გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი არის, ააიპ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საიდენტიფიკაციო კოდი:404924310
უმაღლესი სასწავლებლის მიზანია:
რწმენისა და ცოდნის სინთეზზე, განათლების უწყვეტობასა და მემკვიდრეობითობაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობა, რომელიცემსახურება საზოგადოების ორიენტაციას ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) ღირებულებებზე;
ქართული ტრადიციული მგალობელ-მომღერლების მომზადება, მათი საშემსრულებლო დონის ამაღლება, მრავალსაუკუნოვანი სამგალობლო ტრადიციების აღდგენა;
პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის;
ქართული გალობა-სიმღერის ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა და განვითარება