გერმანული სახლი

სამშენებლო მასალები | სარემონტო საშუალებები
5
(1 შეფასება)
თბილისი, მარცხენა სანაპირო, სამთო ქიმიის მიმდ. ტერიტორია

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

გერმანული სახლი არის, შპს ლანა, საიდენტიფიკაციო კოდი: 222720330
გერმანული სახლი უკვე 10 წელია საქმიანობს კავკასიის ბაზარზე. ჩვენ ვართ გერმანული ბრენდების Krono-Original (ლამინირებული იატაკის უმსხვილესი მწარმოებელი ევროპაში), Cordes (ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა), Oli-Lacke (ხის დასაფარი ლაქები), Erfurt (მსოფლიო ლიდერი შესაღები შპალერების წარმოებაში), Conmetall (სანტექნიკა და საოჯახო რკინა-კავეულობა), Sanitop (სანტექნიკა), Nord Ceram (მეტლახი) და Grohn (კაფელი) ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამავდროულად გვაქვს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა სამშენებლო-სარემონტო მასალების მწარმოებელ 20-მდე გერმანულ კომპანიასთან.

დიდი კონკურენციის მიუხედავად გერმანულმა სახლმა შეძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი კავკასიის ბაზარზე. დღეს ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ გერმანული სახლის საწყობ-მაღაზიებში იყიდება მხოლოდ ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირადად შემოგვაქვს გერმანიიდან სამშენებლო-სარემონტო მასალები და შესაბამისად ჩვენს საწყობ-მაღაზიებში არის საბითუმო ფასები, ამასთანავე პასუხისმგებელნი ვართ მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე.

ჩვენს საწყობ-მაღაზიებში შეგიძლიათ იხილოთ:

- 60-მდე გერმანული ლამინატის სახეობა (1 კვ.მ - 14 ლარიდან) და ლამინატის დასაგებად აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარები; კლიენტის სურვილისამებრ შეგვიძლია ჩამოვიტანოთ კედელზე გასაკრავი და ღია ცის ქვეშ საექსპლუატაციო წყალ, თოვლ და ყინვა-გამძლე ლამინატი.

- იატაკის და ხის დასაფარი გერმანული ლაქები და სხვა მასალები;

- ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა;

- 200-მდე სახეობის გერმანული სანტექნიკა (როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექტაციაში, რომლებიც შექმნილია წამყვანი გერმანული ბრენდების KALDEWEI, Villeroy&Boch, Grohe, Hansgrohe, Keramag, Geberit, Pagette დიზაინერების მიერ და სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტილსა და სტანდარტებს).

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის თებერვლიდან გერმანულ სახლს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. ჰამბურგი), რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მოვიძიოთ და უმოკლეს ვადებში მოგაწოდოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქცია გერმანიიდან.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
10/03/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები