ჯეპრა

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ჯეპრა არის, შპს ჯეპრა, საიდენტიფიკაციო კოდი:206130239
 

საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“

2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე და დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ საკონსულტაციო ორგანიზაციას წარმოადგენს.

ჯეპრას მისიას მის კლიენტებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. კომპანიის მიზანია საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული და ეფექტური მომსახურების დანერგვა.

ჯეპრა თავის პარტნიორებსა და კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო გამოცდილებაზე, უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ჯეპრას საქმიანობა არ შემოიფარგლება ცალკეული პიროვნებებისა და ორგანიზაციების იმიჯის ფორმირებით: ჯეპრას პირველადი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ღირებულების დამკვიდრებას.

ჯეპრა განუხრელად იცავს საერთაშორისო ქარტიებით და კოდექსებით გათვალისწინებულ პროფესიული ეთიკის ნორმებს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/07/2018
S
Saba Chikviladze
S