გეფერინი

საწარმო
5
(1 შეფასება)
თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: 10:00-20:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

გეფერინი არის, შპს ჯეპერინი ,საიდენტიფიკაციო კოდი: 402000605
გეფერინი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც აწარმობს ჩანთებსა და აქსესუარებს. დამფუძნებლების სურვილი იყო, შექმნილიყო ისეთი ქართული პროდუქტი, რისი წარმოებაც საქართველოში არ არსებობდა. რამოდენიმე თვიანი ბაზრის მოკვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქალის ჩანთები მასიურად არ იწარმოებოდა საქართველოში. სწორედ აქედან გაჩნდა ჩანთების წარმოების დაწყების იდეა. იდეის განხორციელება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგანძალიან რთული იყო ამ სფეროში გამოცდილი კადრების მოძიება. წარმოების დაყებიდან 8 თვის შემდეგ გამოვუშვით პირველი პროდუქცია. დღეს უკვე გეფერინს ყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც ნებისმიერი სირთულის ჩანთის თუ აქსესუარის წარმოება შეუძლია. იმისათვის, რომ პროდუქციის მაღალ ხარისხში დარმუნებულიყო მომხმარებელი, გეფერინმა პირველად საქართველოში დააწესა გაყიდულ პროდუქციაზე ხარისხის გარანტია. ტყავის შემცვლელებზე 6 თვიანი, ნატურალურ ტყავებზე 12 თვიანი. საგარანტიო მომსახურეობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბრედნის მიმართ გაზარდა ნდობა. ბრენდის სახელი ერთ-ერთი დამფუძნებლის გვ­არის მიხედვით შევარჩიეთ. სახელწოდება გვსურდა ისეთი ყოფილიყო, რომ საერთაშორისობა­ ბაზარზეც დადებითად მიე­ღოთ.

ჩვენი ბრენდის მთავარი მიმართულება არის განსხვავებული ფორმისა და დიზაინი ჩანთის/აქსესუარების წარმოება. გეფერინს ბაზარზე შესვლის დღიდან, ძალიან დადებით გამოხმაურება მოჰყვა და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესებაც გამოიწვია. საწყის ეტაპზე საქართველოში გაიხსნა მაღაზია და სხვადასხვა გაყიდვის წერტილი. ერთი წლის შემდეგ პირველი ექსპორტი დაფიქსირდა რუსეთის მიმართულებით. ეტაპობრივად დაემატა კიდევ 6 ქვეყანა. ესენია: ამერიკა, საფრანგეთი, შვედეთი, ყაზაზეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი. ამ ეტაპზე გეფერინი მსოფლიო მასშტაბით 36 გაყიდვის წერტილით არის წარმოდგენილი.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
29/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები