დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია

ასოციაცია | ფედერაცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, კ. მახარაძის ქ. 1

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სადისტრიბუციო ბიზნესი. თანამედროვე სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ,,საქართველოს დისტრტიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“-ში ერთიანდება ბაზარზე არსებული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ასოციაციის წევრი კომპანიების, ასბოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს მსოფლიო ბრენდებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას, ასევე წევრებს წარმოადგენენ - ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა დისტრიბუციას/ექსპორტს ახორციელებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასოციაციის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს: სადისტრიბუციო ბიზნესის, როგორც - დარგის განვითარება და ხელშეწყობა. • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ ბაზარზე. • სადისტრიბუციო ბიზნეს გარემოს ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებასაკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. • დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად სემინარების და ტრეინინგების ჩატარება. • არაკეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტების რეესტრის წარმოება და ინფორმაციის მიწოდება ასოციაციის წევრებისთვის. • საქართველოში სადისტრიბუციო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელება. ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, ასოციაცია მიზნად ისახავს აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და საერთო პოლიტიკის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ბიზნესის, როგორც დარგის განვითრებას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
28/04/2018
S
Saba Chikviladze
S