გემორჩეული

კვების პროდუქტებით ვაჭრობა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 31

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

cash

ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი, ჯანსაღი ხილ-ბოსტნეულისა და სხვა აგროპროდუქტის ქსელი თბილისში.

ჩვენ მოვიარეთ მთელი საქართველო, რათა შეგვერჩია ის ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ ყველაზე გემრიელი, სუფთა, ნატურალური აგროპროდუქტი. მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე, იმისთვის რომ დავმეგობრებოდით საუკეთესო ფერმერებს, რომლებიც ჩვენთვის ყოველდღიურად გამოგზავნიდნენ დილით დაკრეფილ ხილსა და ბოსტნეულს.

მოვიარეთ ყველა საწარმო, რომ შეგვერჩია საუკეთესო ხარისხის ქართული ბურღულეული, კომპოტი, ჯემი, ტყემალი და სხვა ჯანსაღი პროდუქტი.

მოვიარეთ რძის გადამამუშავებელი ქარხნები, 
იმისთვის რომ შეგვერჩია მეწარმეები, რომლებიც ყველს, არაჟანს, კარაქს, ხაჭოს, ნადუღსა და მაწონს ამზადებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის რძისგან და არა მისი შემცვლელებისგან.

მოვიარეთ ლაბორატორიები, რათა შეგვემოწმებინა ჩვენი შერჩეული ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქტი და მიგვეღო ხარისხის დასტური.

ჩვენ შევკრიბეთ აგრონომების, ტექნოლოგების, მენეჯერების, ლაღი და ხალისიანი, პროფესიონალი ადამიანების გუნდი, რომლებსაც სჯერათ, რომ ჯანმრთელობა ბედნიერებაა, ჯანსაღი საკვები და ღიმილიანი გარემო კი - ჯანმრთელობის წინაპირობა.

და ჩვენ შევქმენით გემორჩეული...

ადგილი, სადაც შეიძენთ ჯანსაღ საკვებს ღიმილიან გარემოში.

მისამართი:
ი. აბაშიძის N31 (შიდა ნომერი 107)
ნ. ყიფშიძის N9ბ (შიდა ნომერი 106)
ვაჟა-ფშაველას V კვარტალი, კორპუსი N4. (შიდა ნომერი 108)

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
14/03/2018
S
Saba Chikviladze
S