ჯივაინი

ალკოჰოლური სასმელები
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 14

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa


ჯივაინი 2012 წელს ღვინოზე შეყვარებულმა სამმა ადამიანმა დავაფუძნეთ. ჩვენ დიდი ხანია გვსურდა მაღალი ხარისხის ისეთი ნატურალური ღვინოების შექმნა, რომელთაც თავადაც სიამოვნებით დავაგემოვნებდით და სხვასაც ამაყად შევთავაზებდით.

ღვინოს ქართული ძვირფასი საღვინე ვაზის ჯიშებისგან ვქმნით. ფესტივალებსა და სადეგუსტაციო ღონისძიებებზე ექსპერტების მიერ ჩვენი ღვინის ექსპერიმენტული პარტიების შეფასების შესაბამისად, განსაკუთრებული ნიადაგისა და კლიმატის მიკროზონებში შევარჩიეთ საუკეთესო ზვრები და 2013 წელს, კომპანიამ თავისი პირველი ღვინო ჩამოასხა. 

ხარისხის უზრუნველსაყოფად ვქმნით ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოებს და ზედმიწევნით ვაკონტროლებთ ვენახებისა და მოსავლის ხარისხს.

2016 წელს ავაშენეთ ახალი მარანი და მას შემდეგ თეთრ ღვინოებს ძირითადად ქვევრში, კახური წესით ვაყენებთ. კომპანიის მფლობელობაშია ორი ბრენდი, „ჯივაინი“ პრემიუმ-კლასის ღვინოებისთვის და „ჰარალე“ ორდინალური ღვინოებისთვის. თითოეული წლის კლიმატური პირობებისა და მოსავლის ხარისხიდან გამომდინარე, კომპანია წყვეტს ამ ორი ბრენდიდან რომლის სახელით ჩამოასხას ღვინო. 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
06/02/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები