ფინა

კომპიუტერული მომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, კოსტავას II შესახვ. 2

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

cash

ფინა არის, შპს FINA, საიდენტიფიკაციო კოდი: 404407968
FINA მაღაზია–საწყობი წარმოადგენს სავაჭრო ოპერაციების ავტომატიზირებულ სისტემას. იგი შექმნელია საქართველოში შპს FINA მიერ და განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებისთვის. 
იგი არის მარტივი გამოყენებაში და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას ბუღალტერიის ან სავაჭრო ოპერაციების წარმოების დარგში. ამასთანავე იგი არის სრულყოფილი თავისი ფუნქციონირებით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთი მაღაზიის ან საწყობის, ასევე მრავალი საწყობების შემთხვევაშიც, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ქსელში. 




FINA ბუღალტერია არის სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა, რომელიც კავშირშია მაღაზია–საწყობის მოდულთან და მასთან ერთად წარმოადგენს ერთიან სისტემას. ყველა ის სავაჭრო ოპერაცია (შესყიდვები, გაყიდვები, დაბრუნებები, გადატანები, და სხვა), რომელსაც ასრულებს ოპერატორი მაღაზია–საწყობის მოდულში ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში, რაც საგრძნობლად ამარტივებს ბუღალტრული აღრიცხვის ოპერაციებს და გამორიცხავს შეცდომებს.

მას ასევე გააჩნია სხვა ბუღალტრული ოპერაციების მარტივი და მრავალფეროვანი ფუნქცინალობა, როგორიცაა მაგალითად, ხელფასების დარიცხვა და გაცემა, ფულადი ოპერაციები ბანკსა და სალაროს შორის, კონვერტაცია, ძირითადი საშუალებების მართვა, ანგარიშვალდებული პირის ოპერაციები, მომსახურების მიღება და გაწევა, და ა.შ.





FINA კაფე-რესტორანი წარმოადგენს სარესტორნო პროგრამას, მისი გამოყენება შეიძლება, როგორც პატარა კაფესთვის, ასევე სწრაფი კვების ობიექტის და მრავალდარბაზიანი, დიდი რესტორნისთვის. პროგრამის ადმინისტრატორს შეუძლია შექმნას მაგიდის სახეობები, დარბაზები, გაანაწილოს ეს მაგიდები დარბაზებში და მიმტანებს მიანიჭოს თითოეულ მაგიდაზე მუშაობის უფლებები.
ადმინისტრატორივე ადგენს მენიუს და თიოთეული კერძის კალკულაციას. შეკვეთების და კალკულაციების საფუძველზე პროგრამა ავტომატურად ახორცილელებს ნედლეულიდან და მასალებიდან ჩამოწერას, მზა პროდუქციის წარმოებას და მის რეალიზაციას. ბუღალტრულ მოდულში ავტომატურად ხორციელდება ამ ოპერაციების ასახვა გატარებების სახით. შესაძლებელია თითოეული წარმოების ჩასწორებაც. კლიენტის სურვილის საფუძველზე მიმტანს შეუძლია თოთოეულ შეკვეთილ კერძში სხვა ნედლეულის დამატება, ან არსებულის რაოდენობის შეცვლა, რაც ასევე ავტომატურად აისახება წარმოების ოპერაციაში.

მიმტანის მოდულში მზა პროდუქცია არის დაჯგუფებული სხვა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, რაც ხელს უწყობს შეკვეთის სწრაფად და მარტივად მიღებას.
მიმტანის მიერ შეკვეთის აღებისას თერმული პრინტერის მეშვეობით მზარეულთან ავტომატურად იგზავნება კერძების სია (დანამატების გათვალისწინებით), რაც უნდა დამზადდეს. 
FINA კაფე-რესტორანი იძლევა საშუალებას მიმტანმა დაბეჭდოს როგორც წინასწარი, ასევე საბოლოო ჩეკი. თანხის მიღება შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით. გათვალისწინებულია კონსიგნაციის პირობაც. დღის ბოლოს იბეჭდება როგორც გაყიდული საქონლის, ასევე მიღებული თანხების რეესტრი.

კაფე-რესტორნისა და საწყობის საბუღალტრო მოდულები წარმოადგენენ ერთიან სისტემას, რის შედეგადაც თქვენი საქმიანობა გაცილებით ეფექტური და მარტივია.





FINA დისტრიბუცია განკუთვნილია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და წარმოადგენს სმარტფონში ინტეგრირებულ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებულ სათაო ოფისთან. მისი საშუალებით სამუშაო პროცესი გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი ხდება. იგი შესაძლებელია გამოიყენებოდეს როგორც Pre-selling (წინასწარი შეკვეთები), ასევე Van-selling (ბორტიდან გაყიდვების) სისტემების შემთხვევებში.

დისტრიბუტორს საშუალება აქვს განახორციელოს ისეთი ოპერაციები როგორიცაა: ბორტიდან გაყიდვა, თანხის მიღება, შეკვეთის მიღება, საქონლის დაბრუნება. ბორტიდან გაყიდვის ან დაბრუნების შემთხვევაში ხორციელდება სასაქონლოს ზედნადების ავტომატური ატვირთვა სათაო ოფისის მოანცემთა ბაზაში და RS.ge პორტალზე. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი დღგ–ს გადამხდელია, ამ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე ავტომატურად მზადდება ასატვირთად ანგარიშ ფაქტურა. ამ ოპერაციის შედეგად FINA ბუღალტერიაში ასევე ავტომატურარ ხორციელდება ბუღალტრული გატარებები. 
დისტრიბუტორს საშუალება აქვს დაინახოს მყიდველის გადასახდელი ზედნადებები, ჯამური დავალიანება, ასევე – ბრუნვა გარკვეულ პერიოდში მიწოდების, მიღებული თანხების და დაბრუნებების გათვალისწინებით. მყიდველების გაფილტრვა შესაძლებელია უბნების მიხედვით. მინიჭებული უფლებების საფუძველზე, დისტრიბუტორს საშუალება აქვს საქონელი მყიდველს მიაწოდოს შეცვლილი ფასით, ან გაუკეთოს ჯამური ფასდაკლება. ამის გარდა თითოეულ მყიდველზე შესაძლებელია სათაო ოფისიდან დაწესდეს მიწოდების ფასები და ფასდაკლების პროცენტი, რის შედეგადაც დისტრიბუტორს ავტომატურად გამოუჩნდება მიწოდების შესაბამისი პირობები.
ბუღალტრულ მოდულში დისტრიბუტორებისთვის გასაცემი ხელფასების პროცენტი ავტომატურად გამოითვლება მიღებული თანხების მიხედვით. ამის გარდა, შესაძლებელია გადაუხდელი და ნაწილობრივ გადახდილი სასაქონლო ზედნადებების კონტროლი.


FINA დაშორებული მაღაზია წარმოადგეს მაღაზია–საწყობის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სათაო ოფისიდან, ან საწყობიდან დაშორებულ მაღაზიას ინტერნეტი არ მიეწოდება სრულყოფილად და განიცდის თუნდაც ხანმოკლე წყვეტას.

ამ შემთხვევაში დაშორებულ მაღაზიას გააჩნია ლოკალური მონაცემთა ბაზა, საიდანაც იგი შეფერხებების გარეშე ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს. სათაო ბაზასთან კავშირის აღდგენის შემთხვევაში მონაცემები ავტომატურად სინქრონიზირდება და აისახება სათაო ბაზაში. მონაცემების ავტომატური გაცვლის პერიოდი მომხამრებელს თავად შეუძლია აირჩიოს, ან განახორციელოს სინქორინიზაციის ოპერაცია ხელით მოთხოვნის მიხედვით.

ასევე დაშორებული მაღაზიის პრინციპი გამოდგება იმ შემთხვევისთვის, თუ მაღაზიაში საჭიროა მხოლოდ გაყიდვების და შესყიდვების ოპერაციების ლოკალური დაგროვება და მისი პერიოდული ატვირთვა მთავარ საბუღალტრო მოდულში. მოშორებულ მაღაზიაში განხორციელებული ოპერაციების გადაგზავნა სათაო ბაზაში იწვევს ავტომატურ ბუღალტრულ ოპერაციების შესრულებას, რაც ამარტივებს სასაქონლო აქტივების ბრუნვის ასახვას ბუღალტერიაში და მინიმუმადე დაიყვანს შეცდომების ალბათობას.




FINA ონლაინ მაღაზია წარმოადგენს სპეციალურ მოდულს, რომელიც აკავშირებს სათაო სასაწყობო მონაცემთა ბაზას ვებ-გვერდის მონაცმეთა ბაზასთან. საქონლის მრავალი სახეობის არსებობის შემთხვევაში საქონლის მიმდინარე ნაშთების ასახვის პროცესი ვებ-გვერდზე არის საკმაოდ რთული. FINA ონლაინ-მაღაზია ახორციელებს ავტომატურ ასახვას როგორც სასაქონლო ნაშტების, ასევე სასაქონლო სიის მონაცემებს და კატეგორიებს. საკმარისია საქონლის დასახელების, ფასის, სურათის ან სხვა რაიმე პარამეტრის შეცვლა FINA მაღაზია–საწყობის მოდულში, ის ავტომატურად აისახება ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, მაღაზიაში საქონლის გაყიდვის შემთხვევაში, მისი ნაშთი ატომატურად იკლებს ასევე ვებ გვერდზე.

ასევე მოქმედებს უკუკავშირიც, ანუ ვებ-გვერდიდან მომხამრებლის მიერ შეკვეთის და პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, ეს მოქმედება ავტომატურად აისახება მაღაზია–საწყობის მოდულში შეკვეთის ოპერაციის სახით და პარალელურად ხორციელდება მითითებული საქონლის რეზერვაცია. FINA ონლიან მაღაზიის მოდული დაგემხარებათ დაზოგოთ რესურსი და ზუსტად ასახოთ სასაქონლო ნაშთები ვებ-გვერდზე და ეფექტურად მართოთ გაყიდვები.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/08/2018
S
Saba Chikviladze
S