ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი

უმაღლესი სასწავლებელი
5
(1 შეფასება)
რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. 3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი არის,შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საიდენტიფიკაციო კოდი:204872931

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი დაფუძნდა 1995 წელს ქ. თბილისში. (ცნობილი როგორც სასწავლო უნივერსიტეტი "რვალი." სახელი შეეცვალა 2014 წელს) 2000 წლიდან ფუნქციონირებს ქ. რუსთავში. 2004 წელს და შემდგომ 2006 წ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ბრძანებით მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის სტუდენტები. 2002-2006 წწ.-ში ჩვენთან სწავლობდნენ ჩრდილო კავკასიიდან ლტოლვილი სტუდენტები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ საქართველოში (UNHCR) განახორციელა პროექტი (DAF) ლტოლვილ სტუდენტთა დასახმარებლად, რომელიც ფინანსდებოდა გერმანიის მთავრობის მიერ. 2008-2009 სასწავლო წლებში დიდი ბრიტანეთის ქ. ოქსფორდში გამართულ ევროპის ბიზნეს ასამბლეის საინფორმაციო ანალიტიკურმა ჯგუფმა მიიწვია უნივერსიტეტის რექტორი და გადასცა ჯილდო ''EUROPEAN QUALITY". ამავე სამიტზე უნივერსიტეტის რექტორი არჩეულ იქნა ევროპის რექტორთა კლუბის წევრად და გადაეცა რექტორთა კლუბის წევრის მანტია და რწმუნებულება. 2009 წლიდან წმიდა დიოდორის ფონდის თაოსნობით უნივერსიტეტი თანამშრომლობს ესპანეთის ქ. ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტთან. ბარსელონაში საქმიანი ვიზიტისას ხელი მოეწერა მემორანდუმს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის შესახებ. 2010-2011 სასწავლო წელი უნივერსიტეტმა დაიწყო საკუთარ რესტავრირებულ და განახლებულ შენობაში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს: 1. აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები 2. მოსამზადებელი განყოფილება 3. სასერთიფიკატო კურსები ეთსსუ აცხადებს მიღებას: აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე 1. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი); ტურიზმი 2. განათლების ფაკულტეტი დაწყებითი განათლება 3. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ენა და ლიტერატურა

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/06/2018
S
Saba Chikviladze
S