ეკოგაზი

ავტომომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, წყალსადენის ქ. 18

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

cash master-card visa

ეკოგაზი  არის, შპს ეკოგაზი, საიდენტიფიკაციო კოდი: 205151280
ჩვენი ვებ გვერდია:ekogaz.ge

“ეკო გაზი” 2006 წელს დაარსდა და ფუნქციონირება ერთი გაზ გასამართი სადგურით დაიწყო. 2014 წლიდან კომპანიას მეორე ობიექტიც დაემატა. “ეკო გაზი” ორიენტირებულია საკუთარი ქსელის გაზრდასა და გაფართოებაზე,ახლო მომავალში იგეგმება მესამე სადგურის გახსნაც.

“ეკო გაზი” ფილტრაციის თანამედროვე სისტემით უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს და მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, მინარევებისგან გაწმენდილ, გაციებულ, დაწნეხილ ბუნებრივ გაზს სთავაზობს. 
Gგაზ გასამართი სადგურები აღჭურვილია იტალიური ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. 
კომპანიის ამოსავალი წერტილია მომხმარებლის ინტერესებისა და სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ამის გათვალისწინებით ხშირად ტარდება წამახალისებელი აქციები. ECO CARD-ის სახით “ეკო გაზი” მომხმარებელს დახარჯული თანხის 3.5%-ს უკან უბრუნებს. 

“ეკო გაზში” მუდმივად მოწმდება უსაფრთხოების ნორმები. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი კი ზრუნავს კომფორტული გარემოს შექმნასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
11/01/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები