ეკოპარკი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, კრწანისის ქ. 6

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

 კომპანია “ეკოპარკი” გთავაზობთ გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა სრულ კომპლექსს – ლანდშაფტური პროექტირება და მისი რეალიზაცია.

     ლანდშაფტური დიზაინი არის საოცარი ხელოვნება, რომელიც ჩვენს ირგვლივ მდებარე სამყაროს, სწორი და შემოქმედებითი გარდაქმნით და ელეგანტური მეთოდებით აძლევს ჰარმონიულობას და სიმყუდროვეს.

     ბაღი – ესაა ხელოვნების განსაკუთრებული სახეობა, ესაა ადამიანის თამაში ბუნებასთან, ყოველთვის სხვადასხვა, გამორჩეული, ცვალებადი და მიმზიდველი. იგი წლების განმავლობაში იქმნება, გადაეცემა შთამომავლობას, ინახავს ოჯახის ისტორიას და ხდება მისი ნაწილი. ბაღი რომ მრავალი წლის განმავლობაში გხიბლავდეთ, განცვიფრებდეთ და გახარებდეთ, ამისათვის საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტების დიდი ძალისხმევა მის შექნაში, შემდგომი რჩევები და რეკომენდაციები მისი მოვლა-პატრონობისათვის.

     ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად დეკორატიული ბაღი ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია – მწვანე ნარგავები წმენდს ჰაერს, იცავს მის ნორმალურ ტენიანობას, ახშობს ხმაურს, იცავს გარემოს მტვრისაგან, ქარისა და სიცხისაგან, ხსნის სტრესს და აწყნარებს ნერვულ სისტემას. არის რიგი მცენარეებისა, რომელთა მიერ გამოყოფილი აქროლადი ორგანული ნივთიერებები დადებითად მოქმედებენ ფილტვებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ნერვულ სისტემაზე. ასევე არის მცენარეები, რომელნიც კლავენ ან განდევნიან მავნებელ, როგორც მიკრო - ასევე მაკროორგანიზმებს.
     
     თუ თქვენ გსურთ, რომ ბაღში გქონდეთ უფრო მეტი, ვიდრე ოსტატურად შესრულებული სტანდარტული ელემენტების ნაკრებისა, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან. ჩვენი კომპანიის წამყვან სპეციალისტებს და რიგით თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი სპეციალური განათლება და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. გვაქვს საკუთარი სანერგე მეურნეობა, ძირითადად კონტეინერული წარმოების დეკორატიული მცენარეები. გვაქვს ასევე ხეხილისა და ვაზის ნერგები.
     
     კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობაა ლანდშაფტური სამუშაოების კომპლექსურობა - საპროექტო, სამშენებლო, საინჟინრო და აგროტექნიკური, რაც საერთო ჯამში ამცირებს თქვენს დროისა და მატერიალურ დანახარჯებს. შეგვიძლია ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის სამუშაოს შესრულება. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებსა და მსოფლიო მიღწევებს ლანდშაფტური დიზაინის სფეროში.
     
     ყველა შესრულებულ სამუშაოზე ვიძლევით შესაბამის გარანტიას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
21/04/2018
S
Saba Chikviladze
S