აღმოაჩინე საქართველო

ტურისტული კომპანიები
5
(1 შეფასება)
თბილისი, წინანდლის ქ. 17

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ჩვენ გარშემო, ქალაქში და ქვეყანაში, არსებობს ხალხი, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ყოველ წამს და წუთს უამრავი ადამიანი ტოვებს  სახლს თავგადასავლების, სიხარულის და ბედნიერების ძიებაში, იმისთვის რომ შეხვდენენ და გაიცნონ განსხვავებული კულტურისა თუ რელიგიის მქონე ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

 

2011 წელს თბილისში ჩვენ დავაარსეთ ,,აღმოაჩინე საქართველო’’,  პატარა ტურისტული კომპანია, რომელიც მუშაობს გატაცებით, ავრცელებს  სიყვარულს და ბედნიერებას. 

 

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ტურისტებს საქართველოს აღმოჩენაში, მიგვყავს ისინი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საოცარი ადგილების სანახავად.  ჩვენ ვთავაზობთ მათ უგემრიელესი ტრადიციულ საკვებს  და საუკეთესო ღვინის დაგემოვნებას რისი პოვნაც კავკასიასიაში არის შესაძლებელი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი საქართველოში მოგზაურობა იყოს ყველასთვის დაუვიწყარი  და განსაკუთრებული.

 

დაწყებული ქართული ტრადიციული ხალხური მუსიკისა და ცეკვის ფესტივალებიდან, დამთავრებული საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებებით, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ საზღვრებს გარეთ, ვაკეთებთ იმისთვის რომ ქართული კულტურა გავაცოცხლოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 

ჩვენი კომპანიის იმპულსს ამოძრავებს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არიან მომხმარებლებზე ორიენტირებული,შემოქმედებით და  ენთუზიაზმით სავსე. 

 

ყოველ დილით ჩვენ მოვდივართ სამსახურში რათა შემოგთავაზოთ ახალი ოცნება,  ოცნება, რომელიც  თქვენს ცხოვრებას გახდის განსაკუთრებულს.

 

მისია:

აღმოაჩინე საქართველოს მისიაა ტურისტების უზრუნველყოფა საუკეთესო და დაუვიწყარი მოგზაურობით. ჩვენ ვეხმარებით მათ რომ აღმოაჩინონ საქართველო ისევე როგორც შეიგრძნონ მსოფლიოს  ქვეყნების მრავალფეროვნება. ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე  და ვცდილობთ გადავაჭარბოთ მათ მოლოდინს. 

კომპანიაში არსებული სასწავლო ცენტრის მისია არის სტუდენტების სწორი ჩართულობა ტურიზმის ინდუსტრიაში, მათი ცოდნის ამაღლება, ტურისტული სერვისების კულტურის დახვეწა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სტუმართმოყვარე გარემოს შექმნა.

ხედვა:

ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერება პროფესიონალი კადრებით. მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი, კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება. 

მთავარი ღირებულებები:

პროფესიონალიზმი - გუნდის მუდმივი პროფესიული დახელოვნება არის კომპანიის უმნიშვნელოვანესი დეტალი. კომპანიის ყველა სერვისი გაჯერებულია პროფესიონალიზმის შემდეგი ასპექტებით:

  •  სპეციალიზებული ცოდნა
  • კომპეტენცია
  • პატიოსნება
  • კეთილსინდისიერება
  • პასუხისმგებლობა
  • თვითრეგულირება
  • იმიჯი

ინოვაცია - ჩვენ ვაფასებთ ინოვაციას. ვიყენებთ კოლექტიურ ინტელექტს რომ შევქმნათ და გამოვიგონოთ ახალი კრეატიული პროდუქტები, რომელიც გაამარტივებს და გააუმჯობესებს მოგზაურობას

სანდოობა - სანდოობის საწინდარი ჩვენი ხარისხია, რომელიც ინოვაციითა და პროფესიონალიზმით არის გაჯერებული. თვითოეულ თანამშრომელს დაკისრებული აქვს დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებების მაღალი განცდა. ეფექტური და სტაბილური პროცესებით ვუზრუნველყოფთ სანდოობის შეფასებას - ჩვენი სერვისი განმეორებადია.

მრავალფეროვნება - ჩვენ გთავაზობთ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს, მრავალფეროვან სერვისებსა და დიდ არჩევანს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
01/07/2018
S
Saba Chikviladze
S