დაიმექს ჯორჯია

სატრანსპორტო კომპანიები | ტვირთების გადაზიდვა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. კარგარეთელის ქ. 4

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: არ მუშაობს კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

დაიმექს ჯორჯია არის, შპს დაიმექს ჯორჯია, საიდენტიფიკაციო კოდი: 400216299
 

ХХ საუკუნის 90-იან წლეებში რუსეთში დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების აქტიური ზრდის პერიოდი. ტრანსნაციონალურ კომპანიებთან მუშაობა მოითხოვდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურების დონეს. სწორედ როსტოვში, სადაც საუკუნის მანძილზე დაგროვებული იყო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გამოცდილება, კურიერული კომპანიების მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით და რუსული ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით 1998 წელს გახსნილი იქნა კომპანია DIMEX-ი — კურიერული მომსახურებისა და ტვირთის მიწოდების საერთაშორისო სამსახური.

კომპანია DIMEX-ის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მიაწოდოს კორესპოდენცია ან ტვირთი ტრანსპორტის ნებისმიერი სახით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ოპტიმალურ ვადებში და ხელმისაწვდომ ფასებში.

მრავალი წლის განმავლობაში DIMEX-ი შედის ლიდერების ხუთეულში ყველა იმ ქვეყანაში, სადაც წარმოდგენილია კომპანია. კურიერული მომსახურების ბაზარზე მუშაობის დროის განმავლობაში კომპანია DIMEX-მა რუსეთისა და საზღვარგარეთის ტერიტორიაზე შექმნა ოფისების ფართო ქსელი. დღეისათვის კომპანიას საკუთარი ოფისები გააჩნია ყაზახეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, აფხაზეთში და ესტონეთში. DIMEX -ის ქსელი შედგება 100 -ზე მეტი საკუთარი ოფისისა და 1000-ზე მეტი წარმომადგენლობისაგან.

DIMEX პოზიციონირება ეს კომპანია DIMEX-ის მოღვაწეობის ძირთადი მიმართულებაა - რუსეთის ტერიტორიაზე, საბაჟო კავშირში, ახლო და შორეულ საზღვარგარეთის ქვეყნებში კორესპოდენციებისა და ტვირთის კურიერული მიწოდება. DIMEX-ი მიწოდების ბაზრის ლიდერია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის სფეროში. ქსელის მუშაობა აგებულია ერთიან საინფორმაციო ველზე, რაც მრავალჯერ ზრდის მონაცემთა დამუშავების სიჩქარესა და ოპერატიულობას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს მიწოდების ოპერატიულობაზე და გზავნილის ხელშეუხებლობაზე.

მოქნილობა მუშაობაში და მრავალპროფილიანი სატრანსპორტო პარკის არსებობა საშუალებას იძლევა შემუშავებული იქნას მიწოდების უნივერსალური და ინდივიდუალური მარშრუტები, უზრუნველყოფს დიდ სისწრაფეს და მომსახურების გაწევის მისაწვდომობას. კომპანია DIMEX-ის შესაძლებლობანი უზრუნველყოფს კორესპოდენციების მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

კომპანია DIMEX-ის უპირატესობა

საკუთარი ოფისების ფართო ქსელი საშუალებას აძლევს DIMEX-ის თანამშრომლებს უზრუნველყოს კონტროლი კორესპოდენციებისა და ტვირთის გადაზიდვის მთელი პროცესის განმავლობაში. კომპანია DIMEX-ი გარანტიას იძლევა საიმედო და უსაფრთხო მიწოდებისა. DIMEX-ი განუწყვეტლივ ხვეწს მომხმარებელთა გზავნილების დაცვის ტექნოლოგიებს და დღეისათვის გთავაზობთ დამატებით შესაძლებლობებს:

  • შეფუთვა დაცვის რამდენიმე ხარისხით;
  • ღირებული გზავნილების განსაკუთრებული სტატუსი (გზავნილი გაცხადებული ღირებულებით);
  • გზავნილი მიწოდების კონტროლის სისტემა ყველა ეტაპზე;
  • მიწოდების გარანტირებული ვადები;
  • გზავნილის მიწოდება პრინციპით - „ხელიდან ხელში“

DIMEX იღებს ყველაზე საუკეთესოს თანამედროვე ტექნოლოგიებიდან. ამიტომაც დღევანდელ დღეს კურიერის გამოძახება შესაძლებელია არა მარტო ტელეფონით, არამედ e-mail-თაც და რა თქმა უნდა www.dimex.ws ოფიციალურ პორტალზე, განყოფილება „კურიერის გამოძახება“ და „პირადი კაბინეტი“.

DIMEX-ი ისეთ ორგანიზებას უკეთებს სამუშაოს, რომ კურიერული მიწოდება იყოს მოსახერხებელი და მომგებიანი მომხმარებლისათვის.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/01/2018
S
Saba Chikviladze
S