დენტექს 95

სტომატოლოგიური კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, რ.ლაღიძის ქ.8

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-20:00 შაბ: 09:00-20:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

american-express bank-transfer cash master-card visa
ჩაწერა
პარკინგი
Wi-fi

 ,,დენტექსი 95'' საქართველოში პირველი საერთაშორისო ISO 9001:2008 სტანდარტების სერთიფიკატის მფლობელი სტომატოლოგიური კლინიკაა. საზოგადოება ვითარდება, გარემოც სწრაფად ცვალებადი ხდება და ორგანიზაციის თამაშის წესებს თვით კონკრეტული გარემო და სიტუაცია გვკარნახობს. აქედან გამომდინარე, მიღებული საერთაშორისო სტანდარტი კლინიკის განვითარების და წარმატების გზამკვლევად გვესახება. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად კლინიკაში არსებობს მენეჯმენტის, მართვის სახელმძღვანელო, სადაც ასახულია როგორც კლინიკა-პაციენტის ურთიერთობის და მომსახურების სტანდარტი, ასევე თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები.

 საქართველოში არსებული და მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკების რიცხვი და კონკურენცია იმდენად დიდია, რომ რთულია პაციენტი გავაკვირვოთ მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით, საუკეთესო ინტერიერით. ამიტომაც ჩვენი კლინიკა გაცილებით მეტს სთავაზობს მომხმარებელს: კვალიფიცირებულ ექიმებს და საუკეთესო მომსახურების ხარისხს.


   კლინიკის ღირებულება - სანდოობა და გულახდილობა პაციენტებთან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოებასთან. კმაყოფილი პაციენტი ჩვენი სავიზიტო ბარათია.


კლინიკის მიზანი - ლიდერი საქმიანობის სფეროში. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა ვიცოდეთ, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი კონკურენტი კლინიკები, რათა კონკურენცია და პირველობის ამბიცია ყოველთვის გვაიძულებს ვეძებოთ უკეთესი.


    ყოველწლიურად, კლინიკის ერთი თანამშრომელი მიემგზავრება გერმანიის ქ. კარლსრუეს ცნობილ სტომატოლოგიურ კლინიკაში და გადის ერთთვიან სტაჟირებას. აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. ჰერმან შნორბახი 8 წელია თანამშრომლობს ჩვენს კლინიკასთან. გერმანელ პროფესორთან თანამშრომლობასთან არის დაკავშირებული კლინიკაში ბევრი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კლინიკის თანამშრომლების პროფესიული განვითარება.


    კლინიკა მუდმივად ჩართულია და მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, მასტერ-კლასებსა და კონგრესებში. კლინიკის დამფუძნებლების მისია ყოველთვის იყო, არის და იქნება თანამშრომლების მოტივაცია, განვითარება, მაღალკვალიფიცირებული კადრი, ფინანსული სიძლიერე, პაციენტებზე ორიენტაცია, რაც აისახება ხელმისაწვდომ ფასებში, ხარისხიან მომსახურებაში და საიმედო გარემოში.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/02/2017
T
Tamu Chagiashvili
T