დეაპექსი

ტანსაცმლის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, თბილისი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ონლაინ მაღაზია Handmade T-Shirts From DeaPax წარმოადგენს ხელნაკეთი მაისურების ქართულ ბრენდს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ფოტოებზეა ასახული, რადგან ფოტოები მაისურების დამზადების შემდეგ არის გადაღებული. დამზადებული მაისურები შეგიძლიათ წაიღოთ ჩვენი სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიიდან. (საბურთალო,სპორტის სასახელსთან.) ან ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით .მომსახურება ცენტრალურ უბნებში შეადგენს 3 ლარს, ხოლო გარეუბნებში 5-ს. როგორ შევუკვეთო სასურველი პროდუქცია? ამისათვის აუცილებელია მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში,გამოგვიგზავნოთ სასურველი მაისურის ფოტო /ბმული ,მიუთითოთ ზომა,ფერი,მკლავის სიგრძე და საყელოს სტილი (სადად მოჭრილი, თუ დახურული). ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 44 99 77. მაისურს გვიკვეთავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ მის ყიდვას.მაისური მზადდება შეკვეთიდან 1 კვირის განმავლობაში. რაზეა დამოკიდებული მაისურის ღირებულება ?! მაისურის ფასი დამოკიდებულია შესრულებული ნახატის სირთულეზე. ფასის გასაგებად შეგიძლიათ წინასწარ გადმოგვიგზავნოთ თქვენთვის სასურველი ფოტო/ნახატი/ილუსტრაცია და ჩვენ გეტყვით ზუსტ ფასს. შეგიძლიათ შეუკეთოთ როგორც არსებული მაისურებიდან ერთ-ერთი.ასევე შექმნათ თქვენთვის სასურველი დიზაინით. მოხმარების წესები : მაისური გარეცხვის შემდეგ უცვლელად ინარჩუნებს გამოსახულებას.მაისური ირეცხება არა უმეტეს 30 გრადუსისა,(ნელ-თბილ წყალში) დაბალი ბრუნვით.(სასურველია უკუღმა) პირველი გარეცხვის წინ დააუთოვეთ უკუღმა მხრიდან. არ გამოიყენება სპეციალური ქიმიური ,არახისტი ან ძლიერი სარეცხი საშუალებები.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მომხმარებლის პრეტენზიაზე. მაისურით გადაღებული ფოტო შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ პირად შეტყობინებაში. სურვილისამებრ ფოტო მოთავსდება ჩვენს ალბომში ''ჩაიცვი,გადაიღე,გამოგზავნე : ) '' გვითხარით თქვენი შენიშვნები ,ან დადებითი შეფასებები მაისურისა და მომსახურების ხარისხზე. ველით თქვენგან review -ს ფეიჯზე.მადლობა,რომ თანამშრომლობთ ჩვენთან

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/06/2018
S
Saba Chikviladze
S

თეგები