დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ქარტულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ლუბლიანას 2/6

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 09:00-22:00 შაბ: 09:00-22:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ჩაწერა
Wi-fi

დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ქარტულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა არის, შპს დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ქარტულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა, საიდენტიფიკაციო კოდი:402022609
ჩვენი ვებ გვერდია:dtmu.ge
საერთაშორისო მედიცინის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადება და უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა.

ამ მიზანს ემსახურებოდა 1989 წელს დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით „ქართველ ექიმთა უცხოეთში სპეციალიზაციის ფონდის“ დაარსება. ფონდში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ექიმი-სპეციალისტი გაერთიანდა. მათი საერთო მიზანი იყო ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის (USMLE) წარმატებით ჩაბარება და შემდგომ რეზიდენტურის კურსის გავლა ამერიკასა თუ სხვა მოწინავე სახელმწიფოების წამყვან კლინიკებში. ამ მიზნისთვის ფონდმა შეიძინა შესაბამისი პროგრამები და სახელმძღვანელოები, თუმცა აღნიშნული პროგრამების დამოუკიდებლად დაძლევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ მიზეზის გამო 1991 წლის 18 დეკემბერს დიმიტრი ტვილდიანმა და აკად. დავით ტვილდიანმა დაარსეს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი - „აიეტი“. იმავე წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით (011/13 18 .12.91) სასწავლებელს განათლების სამინისტროს მიერ მიენიჭა ლიცენზია (#5-08-2/12;29.01.92).
„აიეტის“ დაარსება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაუდებელ ეროვნულ საქმედ მიიჩნიეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: აკადემიკოსებმა - ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ვაჟა ოკუჯავამ, თამარ დეკანოსიძემ, გივი დუმბაძემ, ნუგზარ ტატიშვილმა, დავით ტვილდიანმა; პროფესორებმა - თამაზ კერესელიძემ, ლეილა ტყეშელაშვილმა, ირაკლი მეგრელაძემ და სხვ.

„აიეტი“ ერთ-ერთი პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. 2011 წლიდან მას აკად. დავით ტვილდიანის საპატივცემულოდ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ეწოდა. სტუდენტთა პირველმა მიღებამ სწავლა დაიწყო 1992 წლის 31 აგვისტოს. 1997 წელს 6 ივლისს უნივერსიტეტმა გამოუშვა კურსდამთავრებულთა პირველი თაობა. 2005 წლის 4 თებერვალს „აიეტს“ მიენიჭა სახელმწიფო აკრედიტაცია.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობარში (WHO AVICENNA Directors of Medical Schools) და წევრია :

• ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციისა (Assosiation for Medical Education in Europe)

• ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციისა (Assosiation for Medical Schools in Europe)

• ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი სადოქტორო განათლების ორგანიზაციისა (ORPHEUS – Organization for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System)

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლება წარმოებს ინგლისურ და ქართულ ენებზე მაღალკვალიფიციური პედაგოგების მიერ თანამედროვე ლიტერატურის, აუდიო, ვიდეო და სხვა ვიზუალური მასალების გამოყენებით. სტუდენტების განკარგულებაშია მდიდარი სამედიცინო ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახები.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში წარმოებს ორი სასწავლო პროგრამა: MD Program (სისტემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამა) და e-PBL program (პრობლემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამა). უნივერსიტეტის ორივე პროგრამაზე სწავლება 6 წლიანი და მოიცავს სამ ეტაპს:

• საბაზისო დისციპლინები (2,5 წელი)

• კლინიკური დისციპლინები ( 2,5 წელი)

• დიპლომამდელი დახელოვნება ძირითად კლინიკურ დისციპლინებში - ზოგადი სპეციალიზაცია (1 წელი).

e-PBL პროგრამის შემთხვევაში, რომელიც შემუშავებულია ERASMUS-ის უნივერსიტეტის პროექტის Establishment of the Supra-Regional Network of the National Centers in Medical Education, Focused of PBL and Virtual Patients ფარგლებში, ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამას ემატება PBL (Problem Based Learning) სემინარები, რომლებზეც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მოირგონ ექიმის ფორმა, განიხილონ კონკრეტული პაციენტების შემთხვევები და დასვან დიაგნოზები.

ორივე პროგრამა, როგორც MD Program (სისტემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამა) ასევე e-PBL Program (პრობლემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამა) შედგება ცალკეული ციკლებისგან (მოდულებისგან).

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური წლის ხანგრძლივობა 40 კვირაა (2 სემესტრი). უნივერსიტეტში ცოდნის შეფასება ხდება როგორც ზეპირი გამოცდის მეთოდიკით (შუალედური შეფასება), ასევე უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის (შემაჯამებელი შეფასება), რისთვისაც გამოიყენება ინგლისურენოვანი კითხვები.

ამასთანავე უნივერსიტეტში წარმოებს USMLE-ის გამოცდების უფასო მოსამზადებელი კურსები. ამ კურსებზე სტუდენტებს ასწავლიან უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთაც თავად წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეს გამოცდები. გარდა მოსამზადებელი კურსებისა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ USMLE-ის გამოცდების ჩასაბარებლად მიიღონ დაფინასება. გამოცდის ჩაბარების მსურველ სტუდენტთათვის დაწესებულია სპეციალური შესარჩევი გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარებისა და საუკეთესო სედეგის დაფიქსირების შემთხვევაშიც სალიცენზიო გამოცდის ხარჯებს სრულად აფინანსებს უნივერსიტეტი.

კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია პროფესიული საქმიანობით. ბევრმა მათგანმა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის დახმარებით წარმატებით ჩააბარა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდები და კვალიფიკაციას იმაღლებს ა.შ.შ.-ს, გერმანიის, ინგლისის, შვედეთისა და სხვა ქვეყნების წამყვან კლინიკებსა თუ სამედიცინო ცენტრებში. ზოგიერთი კურსდამთავრებული პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ასევე არის რეზიდენტურისა და PHD პროგრამები.

რეზიდენტურის პროგრამაზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სამკურნალო მედიცინის დარგებში რეზიდენტურის გავლას საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. ასევე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აკადემიური კურსები გაიარონ საძღვარგარეთ, ა.შ.შ.-სა და ევროპის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

სადოქტორო პროგრამა (PhD Program) განკუთვნილია მედიცინაში ან ბიოლოგიაში მაგისტრის ხარისხის მქონე პირებისთვის. მისი მიზანია შემდგომი დამოუკიდებელი სამეცნიერო საქმიანობისთვის ძირითადი ჯანდაცვითი და ბიო-სამედიცინო უნარების განვიტარება და სიღრმისეული ცოდნის მიწოდება. პროგრამის ხანგრძლივობა 3 წელია და მოიცავს 3 სამეცნიერო საკითხს:

• ნორმირებული და პათოგენური პროცესის მოლეკულური, სტრუქტურული და ფუნქციური ბაზა:

• არსებული და პერსპექტივები

• ადამიანის ორგანიზმის შიდა მოლეკულური და უჯრედული რეაგირება პათოლოგიურ პროცესზე;

• დაავადებების ეტიმოლოგიის შემადგენელი ფაქტორები, ეპიდემიოლოგიის კლინიკური კურსი;

• Leadership Medical Education: კვლევა და ინოვაცია.

დავით ტვილდიანი (1930 - წწ.)

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ დაფუძნებელი და რექტორი.

დავით ტვილდიანი დაიბადა 1930 წლის 14 თებერვალს, ლენტეხის რაიონის სოფ. რცხმელურში. 1948 წელს მედალზე დაამთავრა ლენტეხის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაასრულა 1955 წელს. იგი გახლდათ ი. თარხნიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. 1955-58 წწ.-ში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1958 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1968 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1958-1961 წწ.-ში გახლდათ აკად. მ. წიმაძღვრიშვილის სახელობის კარდგიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1961 წლიდან გახდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უფროსი მეცნიერ-მუშაკი, შემდგომ კი კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე (1961-69წწ.-ში). 1969 წლიდან იყო თსსი-ს სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი (1969-71 წწ.-ში). 1973 წლიდან კი პედიატრიული ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი, 1975 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე გახლდათ. 1972-75 წწ.-ში ასევე იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1989-95 წწ.-ში ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მუშაობაში. 1989-200 წწ.-ში სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა #1 კათედრის გამგე იყო.

დავით ტვილდიანი გახლდათ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1988), საქართველოს განათლების სამინისტროს პირველი ხარისხის პრემიის ლაურეატი სახელმძღვანელოსათვის „კარდიოლოგია“ (1990), საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (1995). 2000 წელს კი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ამასთანავე დავით ტვილდიანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტიპენდიის ეგიდით მუშაობდა ქ. სტოკჰოლმის (შვედეთი) კარდიოლოგიურ ცენტრში (1965-66 წწ.-ში). სამეცნიერო მუშაობისთვის იგი დაჯილდოვდა სტოკჰოლმის მედიკოს-ქირურგიულლი აკადემიის მედლით, ხოლო ერთობლივი სამეცნიერო მუშაობისთვის დაჯილდოვდა ქ. მილანის (იტალია) უნივერსიტეტის მედლით (1989). 2003 წელს არჩეული იქნა ა.შ.შ-ს პიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების მუდმივ წევრად.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
23/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები