ინტერსექურითი ჯორჯია

დაცვის სამსახური
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.41, მე-5 სართული

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer
დაცვის სისტემები
პარკინგი

1997: დაფუძნდა შპს ,,ინტერსექიურითი-ჯორჯია“ და თანამშრომელთა რაოდენობა 70 ადამიანით შემოიფარგლებოდა.

1998: თანამშრომელთა რიცხვმა 200-მდე მიაღწია, რაც დამკვეთების მრავალრიცხოვნებით იყო განპირობებული. ჩვენი კომპანიისათვის საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: UNDP, UNCHR, IOM, NDI, UNICEF, UNOMIG. ასევე დიპლომატიური მისიები, საელჩოები, საერთაშორისო ბიზნეს-კორპორაციები, ბრიტანეთის საბჭო და დიპლომატები.

1999: კომპანიას დაგროვილი ჰქონდა იმდენად დიდი გამოცდილება, რომ ჩვენი თანამშრომლები მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო დაცვასთან ერთად სტრატეგიული ობიექტების დაცვაში.

2004: კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, სახელმწიფოთშორის ურთიერთობასთან გათანაბრებული და მთლიანად ქვეყნისათვის საამაყო BP საქართველოს პროექტი ჩაეშვა. რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვეცა საშუალება საუკეთესო პირობებით დაგვესაქმებინა 1200 ადამიანი და გვეზრუნა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს-სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოებაზე, რაც პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.

2004-2005: ჩვენი კომპანიის მიერ ათვისებულ იქნა ასევე მნიშვნელოვანი პროექტი – სარკინიგზო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა VIKING INTERNATIONAL-ის პროექტის ფარგლებში.

2005-2006: შპს ,,ინტერსექიურითი-ჯორჯია“ აქტიურად მონაწილეობს სურამის უპატრონო ბავშვთა სახლის (სურამის სააღმზრდელო დაწესებულება) სარემონტო სამუშაოებში. რამაც შესაძლებელი გახადა იქ მაცხოვრებელ ბავშვებს შექმნოდათ ნორმალური საარსებო პირობები. გარდა ამისა დაფინანსდა ბავშვთა კვება, გადაეცათ შესაბამისი სამოსი და მოეწყო საძინებელი ოთახები. 2005 წელს ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ბრითიშ ამერიკან ტობაკოს წარმომადგენლობა, გაზეთი ალია, კომპიუტერული ქსელების მაღაზია ალტა, ძვირფასეულობების მაღაზია თამარა დაიმონდი, შ.პ.ს. ინტერნიუსის სერვის ცენტრი, ისი პარის მაღაზიათა ქსელი, დიპლომატიურმა მისიებმა, კერძოდ: ისრაელის საელჩო და საკონსულომ საქართველოში, ჯოინტისა და სოხნუთის წარმომადგენლობებმა, გაეროს პროგრამებმა, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში, მსოფლიო სავალუტო ფონდმა, პროკრედიტ ბანკმა, ტელევიზია რუსთავი 2-მა, კინოთეატრმა რუსთაველმა, თბილისის საიუველირო ქარხანა ზარაფხანამ, საფოსტო ბანკმა და ა. შ.

2006: შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ შემოუერთდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი კომპანიის გვერდში დგომით განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ჩეხეთი-საქართველო-ისრაელის მხარე.

2007: თანამშრომლობა დავიწყეთ ჰოფმან ლა როშის წარმომადგენლობასთან საქართველოში და პარფუმერულ მაღაზიათა ქსელ ვულევუ-სთან.

2008: ჩვენს მომსახურებას დაემატა ჯიპიეს მომსახურება ავტომობილების დაცვისათვის და კომპანია გაფართოვდა აჭარის რეგიონის მიმართულებით. შემოგვემატა ისეთი ქსელური პარტნიორები, როგორებიცაა სააფთიაქო ქსელი პსპ და ავერსი. წარმატებით დავიცავით საქართველოს დასავლეთის მიმართულებით მშენებარე საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდებოდა აშტრომ ინტერნეიშენალის წარმომადგენლობის მიერ საქართველოში.

2009: მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, ჩვენმა კომპანიამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო საქმიანობის ლიცენზია ნომრით 003.

2010: ჩვენი საამაყო პარტნიორია შპს აჭარა ტექსტილი, რომელიც საქართველოში ანხორციელბს ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროექტს – ,,Produce in Georgia”. რომელიც აწარმოებს პროდუქციას საქართველოს სახელით ისეთი მსხვილი დამკვეთებისათვის, როგორებიცაა: Puma, Lotto, Erima, Nike და ამ პროცესის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჩვენი კომპანია.

2011: ჩვენი პარტნიორები გახდნენ თიბისი ბანკი და თიბისი ლიზინგი.

2014: ჩვენი კომპანიის მიერ ტექნიკური დაცვის საშუალებებითა და ცოცხალი ძალით ხორციელდება დაცვითი საქმიანობა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა კავკასიაში უმსხვილესი სხივური მედიცინის ცენტრი თბილისში, და ავერსის აფთიაქების ექიმთა ოთახები. ამავე წლიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია წყლის მწარმოებელი კომპანია სნო ნატახტარში და მეღვინეობა ხარება.

2016: კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი, დაინერგა და ინერგება ახალი მართვის სტანდარტები, მოხდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციების ჩადება კომპანიის მომავალი განვითარების საკითხში, რამაც კომპანიას მისცა საშუალება.

2017: შპს „ინტერსექიურითი-ჯორჯიას“ შემოუერთდნენ ისეთი მსხვილი კონტრაქტორები, როგორებიცაა მეტრო სითი და ორი ნაბიჯი. მიმდინარე წელს, კომპანია აღნიშნავს 20 წლის იუბილეს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/02/2017
B
Beqa Burjanadze
B