კონვერსი

ტანსაცმლის მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, დ. აღმაშენებელის გამზ. 133

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-19:00 შაბ: 10:00-19:00 კვ: 10:00-19:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card prime-card visa

ველაფერი დაიწყო 1908 წელს, როდესაც მარკიზ მილს კონვერსმა გადაწყვიტა, რეზინის სატრასტო კომპანიის გვერდის ავლით რეზინის ძირიანი ფეხსაცმელების წარმოება დაეწყო და პროდუქცია პირდაპირ საცალაო ვაჭრობისთვის მიეწოდებინა. კომპანია თავის პირველივე კატალოგებში თავს იწონებდა ქალაქ მალდენში არსებული ქარხნიდან ბოსტონის მიმართულებით გასული სატვირთო მანქანების რაოდენობით.  უკვე ნათელი იყო, რომ მარკიზ კონვერსის იდეა მუშაობდა.

 

1910 წლისთვის კონვერსი დღეში 4,000 ცალ ფეხსაცმელს აწარმოებდა, მაგრამ მხოლოდ 1915 წელს დაიწყო კომპანიამ სპორტული ფეხსაცმელების წარმოება ტენისისთვის. შემდგომი მრავალი წლის განმავლობაში, კომპანიის პროდუქციამ  შეძლო დაეკმაყოფილებინა როგორც სპორტსმენების მოთხოვნები, ასევე მოდის ინდუსტრიის მიმდევარი ყოველდღიური მომხმარებლის მოთხოვნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანიის მრავალ წლიანი წარმატების დასაწყისი 1917 წელს იყო როდესაც, კონვერსმა "ოლ სტარ"_ის (All Star) მოდელის წარმოება დაიწყო კალათბურთელებისთვის.  

ფეხსაცმელის დიზაინი რეზინის ძირისა და ტილოს ზედასგან შედგებოდა. კეტი თავიდანვე პროფესიული საკალათბურთო ლიგის ელიტური ფეხსაცმელი გახდა. მომავალ წლებში ოლ სტარის მრავალი მოდელი ნაცნობი სახე გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კეტის ასეთი პოპულარობა, ერი ადამიანის - ჩაკ ტეილორის დამსახურEბაა.  
 

1921 წელს, კონვერსის ოფისში პროფესინალური ლიგის კალათბურთელი - ჩაკ ტეილორი მივიდა ფეხის ტკივილებზე საჩივლელად და კეტის დიზაინის გაუმჯობესების წინადადებით. კონვერსმა იგი სამსახურში აიყვანა კეტების რეალიზატორად.  ჩაკ ტეილორი ოლ სტარის ელჩათ იქცა  და მთელი ამერიკის მასშტაბით პოპულარიზაციას უწევდა კონვერსის კეტებს.

 

კომპანიაში მუშაობის პირველივე წელს, ჩაკმა დიზაინის შეცვლის წინადადებები შეიტანა რათა კეტის ძირის დრეკადობა, სიმსუბუქე და ამორტიზირება გაზრდილიყო. მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში, ჩაკ ტეილორის სახელი კონვერსის ლოგოზე დაამატეს. 30-იან წლებში კი, მისი კომპანიში მუშაობის და გაწეული ღვაწლის დასაფასებლად, კონვერსის ლოგოს ჩაკ ტეილორის ხელმოწერაც დაემატა. იმ ჟამიდან, კონვერსის კეტებს ჩაკ ტეილორ ოლ სტარს (Chuck Taylor All Star ) უწოდებენ ან შემოკლებით ჩაკებს.
 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
03/11/2017
C
Constantine Caava
C

თეგები