კლინიკა კანი

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-20:00 შაბ: 10:00-20:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
ჩაწერა
პარკინგი
Wi-fi

კლინიკა კანი არის, შპს კანი, საიდენტიფიკაციო კოდი:404927790
ჩვენი ვებ გვერდია:kani.ge
საქართველოში გაიხსნა ახალი საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა, რომელიც შეესაბამება ყველა ევროპულ სტანდარტს.


კლინიკის განსაკუთრებულობას წარმოადგენს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და კანის დაავადებების დიაგნოსტიკა უახლესი FOTOFINDER-ის აპარატით, რომელიც გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში.

კლინიკის აქტიური პარტნიორია პეტერბურგის დერმატოვენერელოგიის კათედრა, სადაც იმართება მუდმივი ონლაინ კონსილიუმი და განიხილება ყველა პაციენტის მდგომარეობა და კონსესუსის შედეგად ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობის შერჩევა.

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმ დერმატოვენეროლოგებით რომელთაც მიღებული აქვთ ევროპული სტანდარტების განათლება და გამოცდილება. კლინიკაში შექმნილია თბილი მეგობრული და ამავე დროს ორგანიზებული სამუშაო გარემო.

ჩვენთან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სისუფთავეს და სტერილიზაციას რისთვისაც გამოიყენება მაღალი ხარისხის მასალები და ყოველი ვიზიტის შემდეგ ხდება ოთახის სველი წესით დასუფთავება.

ყველა სამედიცინო ჩანაწერი შენარჩუნებულია ელექტრონული ფორმით. ვიზიტის დროს, თითოეულ პაციენტის, დაზიანებულ მონაკვეთზე ხდება ფოტო დაფიქსირება და მათი ელექტრონული ვერსია თან ერთვის ავადმყოფის სამედიცინო ჩანაწერს. ეს აძლევს საშუალებას, როგორც პაციენტს, ასევე მკურნალ ექიმს თვალყური ადევნონ პროცესის დინამიკას მკურნალობის დროს. დეტალური ელექტრონული კითხვარი იძლევა შესაძლებლობას ყურადღების მიღმა არ იქნეს დატოვებული არც ერთი დეტალი, რომელმაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მიმდინარე დაავადებაზე.

ყოველ დილით, ჩვენი კლინიკის ექიმები კონსილიუმზე განიხილავენ ახალ პაციენტებს. თუ რომელიმე ექიმს უჩნდება რაიმე შეკითხვა პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ეს შემთხვევა წამოიჭრება საბჭოს სხდომაზე, სადაც განხილვის შედეგად ექიმები მიდიან ერთ დასკვნამდე.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები