შატო მუხრანი

რესტორანი
5
(1 შეფასება)
მცხეთა, მუხრანი

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa
დაჯავშნის აუცილებლობა
დაჯავშნა

შატო მუხრანი არის, შპს შატო მუხრანი, საიდენტიფიკაციო კოდი:205000381
ცვენი ვებ გვერდია:chateaumukhrani.com
გემოვნების და ტრადიციების კანონმდებელი, საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციების ლიდერი, იმპერატორთა და არისტოკრატთა წვეულებების მშვენება - "შატო მუხრანის" ღვინო, რომელიც XIX საუკუნეში უმაღლეს საფეხურზე აიყვანა ივანე მუხრანბატონმა, ყოველთვის ღირსეულ კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებულ ღვინოებს.

დღეს ამ ტრადიციის გამგრძელებელია კომპანია "შატო მუხრანი", რომლის მიერ წარმოებული უმაღლესი სტანდარტის ღვინოები უკვე ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ მაღაზიებსა და რესტორნებს. იდეალური ხარისხის ადგილობრივმა მოსავალმა, უახლესმა აღჭურვილობამ, უნიკალურმა მდებარეობამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა "შატო მუხრანს" ქართული ღვინის სახელის აღორძინების გარანტირებული შესაძლებლობა მიანიჭა მსოფლიო მასშტაბით.

თუ ერთხელ მაინც მოინახულებთ "შატო მუხრანის" სასახლეს, ბაღს, უნიკალურ სარდაფებს, საჯინიბოს, წარმოებასა და ვენახებს, შეუდარებელი მუხრანული ღვინით ერთხელ მაინც შესვამთ სიცოცხლისა და სიყვარულის სადღეგრძელოს, ბუნებრივად გახდებით მომავალი მასპინძელი სხვა ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებსაც ბაგრატიონთა ისტორიის ლაბირენთებში არაჩვეულებრივ ქართულ ღვინოსთან ერთად დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ! 

მალე კომპანია "შატო მუხრანის" მიერ აღდგენილი მუხრანბატონის სასახლე ისეთივე პომპეზურობით შეხვდება სტუმრებს, როგორც ეს ივანე მუხრანბატონის სიცოცხლეში ხდებოდა.

ღვინის ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 
+595 99 13 15 / 16

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
29/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები