გალერეა შარდენი

სხვადასხვა(მომსახურება)
5
(1 შეფასება)
თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 13

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 12:00-19:00 შაბ: 12:00-19:00 კვ: 12:00-19:00

გადახდის ტიპი

გალერეა შარდენი არის, შპს გალერეა შარდენი,საიდენტიფიკაციო კოდი:205246786
ჩვენი ვებ გვერდია: artgallerychardin.com
"გალერეა შარდენი" დაარსდა 1998 წელს. გალერეის საქმიანობის ძირითადი სფეროა - თანამედროვე ქართული სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაცია. სახვითი ხელოვნების ნაწილი მოიცავს მხატვრობას დაწყებული XX საუკუნიდან თანამედროვე პერიოდამდე.

 

გალერეა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ახორციელებს რამდენიმე გზით – წარმოადგენს მუდმოვმოქმედ ექსპოზიციას, სადაც გამოფენილია ქართველი კლასიკოსი მხატვრების შემოქმედება (ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი და ა.შ), ასევე ორგანიზებას უწევს XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მოღვაწე მხატვრების პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებსა და აუქციონებს. დაინტერესებულ პირთათვისა და კოლექციონერებისათვის იძლევა პროფესიონალურ კონსულტაციებს.

 

ქართული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციისათვის გალერეას ორგანიზებული აქვს მრავალი ჯგუფური და პერსონალური გამოფენა. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში, კონკურსებსა და ღონისძიებებში. თანამედროვე ტიხრული მინანქრის განვითარებისათვის გალერეამ განახორციელა ორი მნიშვნელოვანი პროექტი - მინანქრის საერთაშორისო ბიენნალე “ახალი ტალღა” 2004 - 2006 წლებში.

 

გალერეამ ორგანიზება გაუკეთა თანამედროვე ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენას ინგლისში (2006წ. ლონდონი, გალერეა), იტალიასა (2007წ. რომი, გალერეა Via Margutta) და საფრანგეთში (2008წ. ლიმოჟი, მინანქრის სახლი).

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
16/12/2017
S
Saba Chikviladze
S