მე-8 სართული

რესტორანი
5
(1 შეფასება)
თბილისი, ვეკუას ქ.3

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 12:00-02:00 შაბ: 12:00-02:00 კვ: 12:00-02:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash maestro master-card prime-card visa
რესტორანი
კაფე
ხმაურის დონე საშუალო
ალკოჰოლი
ლანჩმენიუ
ტერასა
დაჯავშნა
პარკინგი
Wi-fi

„მერვე სართული“ ეს ერთგვარი ევროპული და ქართული კულტურების ნაზავია, სივრცე, სადაც ყოველდღე რაღაც ხდება. ადგილი, საიდანაც თბილისს ერთ დღეში ნახულობ: რამდენიმე ტერასით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. გვინდოდა ერთად მოგვეყარა თავი გურმანების და მელომანებისთვის, იმისთვის რომ „მერვე სართული“ ყოფილიყო ადგილი, სადაც შეგიძლია მიირთვა და გაერთო როდემდეც გინდა – ჩვენ სრული შემადგენლობით ვმუშაობთ შუადღის 12 საათიდან ბოლო სტუმრის გაცილებამდე. FlooR 8 ფიუჟენია, ისევე როგორც თბილისი: ევროპული მიმართულებით და ქართული ტრადიციებით, სადაც აღმოაჩენთ ექსკლუზიურ პროდუქტებს: როგორც ევროპულ, ასევე ქართულ ტრადიციულ კერძებს და სასმელებს.

მრავალფეროვანი მენიუ

განსაკუთრებით ბევრი მენიუზე ვიფიქრეთ: „მერვე სართულის“ ფორმატიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ ის ევროპული უნდა ყოფილიყო, მაგრამ  მსოფლიოს მიერ აღიარებული ქართული სამზარეულოს უგულებელყოფა არ გვინდოდა, ამიტომ ტრადიციულ ქართულ კერძებს მხოლოდ ფორმა შევუცვალეთ და ევროპული სახე მივეცით, იმისთვის რომ თბილისელების გარდა უცხოელ სტუმრებსაც ღირსეულად წარუდგინოთ საქართველო. ასე რომ შეგიძლიათ დატკბეთ თბილისის ხედებით, დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულო, მოისმინოთ და გაერთოთ ქართველი და მსოფლიო თანამედროვე არტისტების მიერ შექმნილი მუსიკით.
 

ინტერიერის დიზაინი

ჩვენს ინტერიერსა და დიზაინზე ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა იზრუნა: შევარჩიეთ ყველა ის ელემენტი, რომელიც დახვეწილობისა და სიმყუდროვის ეფექტს შექმნიდა. გამოვყავით ტერიტორიები, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად გაატაროთ დრო და პირიქით – ადგილები, სადაც სხვა სტუმრებთან ერთად გაერთობით. ოქროსფერის, ხის, თბილი და მყუდრო განათების ერთგვარი ნაზავით არ დავარღვიეთ მთავარი პრინციპი – ვყოფილიყავით ერთდროულად თანამედროვე და მყუდრო ადგილი კვირის ნებისმიერ დღეს.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
25/09/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები