ბაკსვუდის სკოლა

სკოლა
(0 შეფასება)
თბილისი, რუსთაველის ქ. 152

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

ჩვენი სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს გთავაზობთ. ამ გარემოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას. დაბალანსებული საგანმანათლებლო პროგრამითა და წამახალისებელი აქტივობების გზით მოსწავლეებს ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ვეხმარებით. სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნე და ეთიკურად ჩამოყალიბებული თაობის აღზრდა, რომელიც თავის დროსა და ცოდნას საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, წარმატებულად დააკავშირონ მათი სასკოლო გამოცდილება ყოველდღიურ გარემოსთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან. ჩვენი სკოლის უპირატესობას წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი, რაც უზრუნველყოფს მაღალ აკადემიურ შედეგებს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

ამ დროისთვის კომპანიაზე არ არის არცერთი შეფასება

იყავი პირველი, შეაფასე კომპანია