უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა "brokeri.ge"
ჩვენ შესახებ
გადახდის ტიპი
საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია "brokeri.ge" 2006 წლიდან დღემდე აქტიურად მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიამ ევროპული მენეჯმენტისა და პროფესიონალი კადრების დახმარებით შეძლო დაემკვიდრა ადგილი წამყვან საბროკერო კომპანიებს შორის. კომპანია "brokeri.ge" დღემდე აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ საბროკერო კომპანიებთან, როგორიცაა გერმანული "Bluehomes", ლატვიური "BLPA", ბერძნული "ERGO" და ა.შ. კომპანია "brokeri.ge"–ის თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს მიღებული განათლება საზღვარგარეთ და ამჟამად აქტიურად მუშაობს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე თავის ქართველ და უცხოელ კლიენტებთან ერთად.
კომპანია "brokeri.ge" ასევე წარმატებით თანამშრომლობს საქართველოში არსებულ ქართულ და უცხოურ კომპანიებთან, რომელთაც მან უძრავი ქონების სფეროში გაუწია საკონსულტაციო, საბროკერო და იურიდიული მომსახურება.
კომპანია "brokeri.ge"–ის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რეალტორული საქმიანობით, მისი მომსახურების სფეროებია:
1. კონსალტინგი;
2. მარკეტინგი;
3. დეველოპერული საქმიანობა;
4. იურიდიული მომსახურება;
5. საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარბელი.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განსახორციელებლად კომპანია "brokeri.ge"–მა მისსავე ოფისში განათავსა საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი და მისი წარმომადგენელი ზრუნავს ყველა საჯარო რეესტრთან დაკავშირებულ საკითხზე, რაც საკმაოდ ხელსაყრელს ხდის კლიენტების ურთიერთობას ჩვენს კომპანიასთან ნებისმიერი სახის კონსულტაციისა და ბიზნესგარიგების მისაღებად.
კომპანია "brokeri.ge"–ში საბროკერო მომსახურების ღირებულება გამსხვისებლისათვის შეადგენს რეალიზებული უძრავი ქონების მთლიანი ღირებულების 3%–ს (დამატებული დ.ღ.გ), ხოლო მყიდველისათვის 1,5%–ს (დამატებული დ.ღ.გ)