წიგნის სამყარო

წიგნების მაღაზია
5
(1 შეფასება)
თბილისი, კრისტიან სტივენის ქუჩა 38

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-21:00 შაბ: 10:00-21:00 კვ: 10:00-21:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

წიგნის სამყარო არის, შპს წიგნის სამყარო, საიდენტიფიკაციო კოდი:200126782

 

წიგნის გამავრცელებელი კომპანია „წიგნის სამყარო“  დაარსდა 2005 წლის 5 მარტს  და მას შემდეგ წარმატებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენს კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 15 ადამიანი.

კომპანია დაარსებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ყველა  ღონისძიებაში, რაც წიგნის სფეროში არსებულ სიახლეებსა და სხვადასხვა საინტერესო პროექტს უკავშირდება.

დღეისთვის კომპანია თბილისში 100-ზე მეტ, ხოლო რეგიონებში 50-მდე წიგნის  მაღაზიას აწვდის წიგნებს.წიგნის სამყაროს აქვს მაღალ დონეზე ორგანიზებული, საცალო გაყიდვების სამსახური,ასევე მოქნილი ფასდაკლებისა და მომარაგების მექანიზმები.

„წიგნის სამყარო“ ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის  წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, 2007 წელს კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა იმართება.
„წიგნის სამყარო“ პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის თანაავტორია, როგორებიცაა, მაგალითად, მაღაზიათა ქსელი „ლიბრა“, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და წიგნების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ასევე საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი „წიგნი და სამყარო“. მისი ფურცლებიდან მკითხველს სისტემატურად მიეწოდება ინფორმაცია  ახალი წიგნების, წიგნის ახალი მაღაზიებისა და სხვა ნოვაციების შესახებ. წიგნის სამყარომ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი „წიგნი და სამყარო“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა  საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. კონკურსის პირველი გამარჯვებულები 2009 წლის 27 ივნისს  თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოვლინდა. 10 გამარჯვებული კონკურსანტი სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა. მიმდინარე წელს ჩვენი ლიტერატურული კონკურსი შეუერთდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ და ამავდროულად გახდა „წეროს“ თანადამფუძნებელი.

ჩვენი  ინტერნეტ-მაღაზია www.bookland.ge (ამჟამად გადავიდა www.e-bookland.ge) 2009 წლის ოქტომბრიდან ემსახურება როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ბანკის პლასტიკური ბარათი აქვს.   ინტერნეტ-მომხმარებელი ევროპის არა ერთ ქვეყანაში გვყავს. საქართველოში კურიერის მომსახურება უფასოა. ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ახალ გამოცემებს.

2009 წლის აგვისტოში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების შევსების პროექტი. საგანგებოდ ამისთვის კომპანიამ საქართველოში გამოცემული წიგნების ელექტრონული კატალოგი შექმნა, მსგავსი ტიპის კატალოგი პირველად შეიქმნა საქართველოში.მისი მეშვეობით ბიბლიოთეკარებმა მაქსიმალურად გამჭირვალედ და მოხერხებულად შეძლეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერის ათვისება, კატალოგი განახლებადია და მისი მეშვეობით  მუდმივად მიეწოდებათ  ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია ახალი გამოცემების შესახებ.

კომპანიამ ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გააფორმა მემორანდუმი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს წიგნის გამავრცელებელ კომპანია  KNV-სთან (Koch, Neff & Volkmar GmbH). მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 2009 წლის 16 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც „წიგნის სამყარო“  KNV- ს ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და სარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებით უცხოეთში გამოცემულ წიგნებზე. უახლოეს მომავალში ქართველ მკითხველს  შესაძლებლობა ექნება  უცხოური ელექტრონული კატალოგით ისარგებლოს და  შეუკვეთოს მისთვის სასურველი  ლიტერატურა.
ჩვენი მისამართია: დიდი დიღომი. 3 მიკრო რაიონის მიმდებარედ.


 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
02/07/2018
S
Saba Chikviladze
S