Bisamo.ge(სამედიცინო ონლაინ ვიდეო კონსულტაციები)

კლინიკა
5
(1 შეფასება)
თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 5

ჩვენ შესახებ

მუშაობს ყოველდღე 24 საათით

გადახდის ტიპი

bank-transfer cash
ონლაინ მომსახურება
24 საათიანი ფიზიკური პირებისათვის

ბისამო არის, შპს მადლი, საიდენტიფიკაციო კოდი:404904635
პირველად საქართველოში

(და არა მარტო)

შპს „მადლი“ ვებ-გვერდის bisamo.ge - ს საშუალებით გთავაზობთ სამედიცინო მომსახურებების ხუთ ჯგუფს:

ვიდეო და დისტანციური კონსულტაციები - სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ონლაინ-რეჟიმში (SKYPE-ის საშუალებით) მოგცემენ რეკომენდაციებს და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებას, რომელსაც წერილობითი სახით მიიღებთ საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენს პირად კაბინეტში, გვერდზე - "ჩემი შეკვეთები".
ბინაზე მომსახურება - თქვენთვის საჭირო სპეციალისტი გეწვევათ სახლში, რომელიც დაგეხმარებათ დაავადების დადგენაში, დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს, მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, გამოკვლევის გეგმას; ადგილზე ჩაგიტარებთ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს და აიღებს სისხლს (მასალას) ლაბორატორიული ანალიზებისათვის (პასუხებს მიიღებთ საიტზე, პირად კაბინეტში).
სხვადასხვა კლინიკაში სასურველ ექიმთან კონსულტაციაზე და დიაგნოსტიკურ კვლევაზე წინასწარ ჩაწერა ფასდაკლების ვაუჩერის შეძენით.
პაციენტის (მიცვალებულის) ტრანსპორტირება (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ), სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ინტრავენური ინფუზიისთვის ბრიგადის გამოძახება ასევე ფასდაკლების ვაუჩერის შეძენით.

კონტინგენტი, რომელსაც ვემსახურებით: 
უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი (საიტის ახალი ვერსია მათ საშუალებას აძლევს მომსახურების საფასური გადაიხადონ უცხოური ბანკების VISA და MASTERCARD-ის ბარათებით).
პაციენტები, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება;
პაციენტები, რომელთაც არ აქვთ რიგებში დგომის, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილების დრო და სურვილი.
პაციენტები, რომელთაც არ იციან, არა აქვთ გარკვეული, თუ რომელ სპეციალისტს მიმართონ;
პაციენტები, რომელთაც სურთ ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მიიღონ კვალიფიციური პირველადი სამედიცინო მომსახურება და პირდაპირი კავშირი იქონიონ წამყვან სპეციალისტებთან;
პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო პროცედურები: ინტრავენური ინექციები (გადასხმა), ჭრილობისა და ნაწოლების დამუშავება, ექიმის დანიშნულების შესრულება, საექთნო დახმარება და სხვა;
პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ან პოსტჰოსპიტალური მზრუნველობა (რეაბილიტაცია);
პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტები, რომელთაც აქვთ კიბოს დიაგნოზი, გულის, ფილტვის, ნერვული სისტემის და სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიები, დიალიზზე მყოფნი და სხვა;
ოჯახები, რომლებიც გადიან ქალაქიდან და ესაჭიროებათ სახლში დატოვებული პაციენტის ყოველდღიური მოვლა-პატრონაჟი.

ინსტრუმენტული კვლევები:
მუცლის ღრუს, გინეკოლოგიური, შარდ-სასქესო ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია; 
24 საათიანი ეკგ მონიტორინგი - ჰოლტერი;
რენტგენოგრაფია;
ელექტროენცეფალოგრაფია;
ელექტრონეირომიოგრაფია;

ლაბორატორიული კვლევები ბინაზე გამოძახებით:
ბიოქიმიური, კლინიკური, ბაქტეროლოგიური, სეროლოგიური, გენეტიკური, იმუნოლოგიური და ა.შ. კვლევები.

სპეციალისტები:
ოჯახის ექიმი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, თერაპევტი, პედიატრი, გასტროენტეროლოგი, რევმატოლოგი, ინფექციონისტი, ანგიოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ქირურგი, თორაკო-ქირურგი, ტოქსიკოლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი, მამოლოგი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფტიზიო-პულმონოლოგი, სეფსისოლოგი, კომბუსტიოლოგი, ნეფროლოგი, მასაჟისტი, ექთანი, მომვლელი და სხვა.

ჩვენ საიტზე მომსახურებათა ჩამონათვალი მუდმივად იზრდება და განიცდის ცვლილებებს, ამიტომ ეწვიეთ bisamo.ge -ს, დარეგისტრირდით და გამოიყენეთ შემოთავაზებული სერვისები საჭიროების დროს.
გაითვალისწინეთ - ყველა თქვენი აქტივობა ჩვენ საიტზე ფიქსირდება თქვენ პირად კაბინეტში. შესაძლებლობა გექნებათ ამობეჭდოთ ან შეინახოთ საკონსულტაციო ფორმები, ვაუჩერები, რომლებშიც ასახული იქნება გაკეთებული შეკვეთების ყველა აუცილებელი ინფორმაცია.
დაწვრილებითი ინფორმაცია და ინსტრუქციები იხილეთ საიტზე bisamo.ge.

P.S. ჩვენი მომსახურებები გეგმიურია - შეკვეთის მეორე დღიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ინტრავენური ინფუზიისთვის ბრიგადის გამოძახების გარდა.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
19/11/2017
S
Saba Chikviladze
S

თეგები