ბირკაია და კვანტალიანი

იურიდიული მომსახურება
5
(1 შეფასება)
თბილისი, კ. ხეთაგუროვის ქ. 36

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: არ მუშაობს

გადახდის ტიპი

bank-transfer cash master-card visa

 ბირკაია და კვანტალიანი არის,შპს ბირკაია და კვანტალიანი, საიდენტიფიკაციო კოდი: 204472089
იურიდიული კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” დაფუძნებულ იქნა 2005 წელს ქართველი იურისტების – ლაშა ბირკაიას და კობა კვანტალიანის მიერ. “ბირკაია და კვანტალიანი” კლიენტებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების ფართო სპექტრს.

გამოცდილი იურისტების მეშვეობით, კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” კლიენტებს უწევს იურიდიულ დახმარებას, რომელიც მოიცავს იურიდიული დისციპლინების ფართო დიაპაზონს. კომპანია ფოკუსირდება რთულ და კომპლექსურ საქმეებზე და კლიენტებს აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში შემავალ საკითხებზე.

კომპანია საქართველოში აწარმოებს რამოდენიმე მოცულობით და რთულ საქმეს და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან. კომპანიის მიზანს წარმოადგენს კლიენტებისათვის საუკეთესო იურიდიული სერვისის მიწოდება საქართველოში.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ შეიძინა სოლიდური გამოცდილება წამყვან საეთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით(როგორებიცაა Debevoise & Plimpton LLP, Hogan Lovells, Signature Litigation LLP და სხვ.).

კომპანია “ბირკაია და კვანტალიანი” დაკომპლექტებულია იურისტებით, რომლებიც კლიენტებს უწევენ უმაღლესი დონის კონსულტაციებს. სწორედ ასეთი მაღალკვალიფიციური კონსულტაციებისა და სტრატეგიული მიდგომის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში მიიღწევა კლიენტთა ინტერესების შესაბამისად პრობლემების ეფექტური მოგვარება.

დაუღალავი შრომის შედეგად კომპანიამ მოახერხა დაენერგა ახალი სტანდარტები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, რაც გამოხატულ იქნა რიგი უმნიშვნელოვანესი საქმეების საქართველოს სასამართლოებში წარმატებით დასრულებაში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასამართლოებში და არბიტრაჟებში მონაწილეობის შედეგად, კომპანიას მიღებული აქვს სოლიუდური გამოცდილება (ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების მაღალი სასამართლო, გიბრალტარის სასამართლო, რუსეთის ფედერაციის სასამართლოები, პარიზის სააბიტრაჟო სასამართლო და სხვ.).

კომპანიის ძირითად ღირებულებებს მიეკუთვნება პროფესიონალიზმი, შეხედულებებისა და იდეების პატივისცემა, კლიენტის ინტერესებისა და ნდობის პრიორიტეტულობა, ხარისხი და კეთილსინდისიერება, კონფიდენციალურობა, ორიენტირება შედეგზე და ეფექტურობაზე.

კომპანიის მომსახურებს სფეროები მოიცავს: სახელშეკრულებო, სამეწარმეო, საოჯახო, სამემკვიდრეო, საგადასახადო, ინტელექტუალური საკუთრების, ვალდებულებით სამართალს, ასევე დავების გადაწყვეტა, საჯარო/სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
20/01/2018
S
Saba Chikviladze
S