ბინული

დისტრიბუცია
5
(1 შეფასება)
თბილისი, ფარსადანის ქ. 7

ჩვენ შესახებ

ორშ - პარ: 10:00-18:00 შაბ: 10:00-18:00 კვ: 10:00-18:00

გადახდის ტიპი

bank-transfer cash

ბინული არის, შპს სუფთა წყალი, საიდენტიფიკაციო კოდი: 205150655
ჩვენი ვებ გვერდია:binuli.ge
 

შ.პ.ს.„სუფთა წყალი” დაარსდა 2006 წელს.კომპანიამ მოკლე პერიოდის განმავლობაში შეძლო წამყვანი პოზიციის დაკავება საქართველოს ბაზარზე.

კომპანია „სუფთა წყალი” აწარმოებს „ბინული”-ს მარკის უგემრიელეს, სუფთა, მტკნარ, სასმელ წყალს, რომლის ჩამოსხმა ამჟამად ხორციელდება 19 ლიტრი ტევადობის ბოცებში.
 

ჩვენ, როგორც გამოცდილი კომპანია,  ვაფასებთ პატიოსნებას, გუნდურ მუშაობას, კრეატიულ აზროვნებას და პროფესიონალიზმს. კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და პარტნიორებზე.
ჩვენი მიზანია საუკეთესო ხარისხით და სასარგებლო თვისებებით გაჯერებული სასმელი წყალი „ბინული” მივაწოდოთ მოსახლეობას და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოების კეთილდღეობას და ჯანმრთელობას. კომპანიისთვის „სუფთა წყალი“  ხარისხი ნიშნავს უფრო მეტს…

სასმელი წყალი ბინული

სასმელი წყალი “ბინული”, მოიპოვება სოფელ ნატახტრის მიდამოებში. ეს ადგილი კავკასიონის 4-5 ათასი მეტრის სიმაღლის მთებიდან ნაჟური გრუნტის წყლების შემკრებია, რომელიც თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და იგი ძალიან მდიდარია ბუნებრივი არტეზიული წყლებით. წყლის ამოღება ხდება 100 მეტრის სიღრმიდან.იმისათვის, რომ გამოირიცხოს სასმელ წყალში ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრის საშიშროება, ჭაბურღილი 60 მეტრის სიღრმემდეა ჩაბეტონებული

„ბინული”-ს მოპოვება და ჩამოსხმა ხდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ურთულესი ტექნოლოგიის გამოყენებით: საწარმოში დამონტაჟებულია უახლესი, საუკეთესო მოდელის ფილტრები, ხოლო სასმელ წყალში არასასურველი ბაქტერიების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება ფილტრაციის მრავალსაფეხურიანი ეტაპები.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ჩამოსხმის წინ ხორცილედება წყლის ჩამომსხმელი მილების ქიმიურ-დეზიფენქციური გამორეცხვა.

„ბინული”-ს მარკის სასმელი წყლის წარმოებაში და მის მომსახურებაზე დასაქმებულია მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა უმრავლესობამ გადამზადება გაიარა ევროპისა და აზიის გამოცდილ ორგანიზაციებში. საწარმოში დაცულია უმკაცრესი სანიტარული ნორმები, რაც აგრეთვე გარანტიაა იმისა, რომ „ბინული” საუკეთესო ხარისხის წყალია

 

მეტის ნახვა

მიმოხილვები

*****
20/02/2018
S
Saba Chikviladze
S